მთავარი » ჯანდაცვა » რა ასაკში სჯობს ნახევრად მყარი საკვების დაწყება ჩვილებში?
თუ ექსკლუზიურად ძუძუთი კვება ვერ ხერხდება, ნახევრად მყარი საკვების დაწყების ასაკი 4-6 თვემდე პერიოდია (ამას ეთანხმება ყველა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაცია, მათ შორის ამერიკის პედიატრთა ასოციაცია).

რა ასაკში სჯობს ნახევრად მყარი საკვების დაწყება ჩვილებში?

დედის რძე იდეალური საკვებია ჩვილისთვის, იგი სრულად აკმაყოფილებს საკვებზე და სასმელზე მოთხოვნილებას 6 თვემდე, ამიტომაც მსოფლიოში მიღებულია ექსკლუზიურად ძუძუთი კვება (მხოლოდ ძუძუთი კვება) 6 თვის ასაკამდე. ამ საკითხზე მეტად არ დავწვრილმანდებით ამ პოსტში.

თუ ექსკლუზიურად ძუძუთი კვება ვერ ხერხდება, ნახევრად მყარი საკვების დაწყების ასაკი 4-6 თვემდე პერიოდია (ამას ეთანხმება ყველა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაცია, მათ შორის ამერიკის პედიატრთა ასოციაცია). ნახევრად მყარი საკვების მიღება გულისხმობს პიურეს ან ფაფის კონსისტენციის საკვების კოვზით მიღებას მჯდომრეა პოზიციაში.

კონკრეტული ბავშვისთვის საუკეთესო პერიოდი განისაზღვრება მისი განვითარების და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების (მაგ. დღენაკლობა) გათვალისწინებით.

განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემდეგი ნიშნები:

  • ტორსის კონტროლი (ბავშვს უნდა ჰქონდეს მუცელზე წოლისას გამართული ხელებით სხეულის წამოწევის უნარი).
  • ნახევრად მყარი საკვების (პიურე/აფაფა) გადაყლაპვის უნარი,
  • ექსტრუზიის/გადმოგდების რეფლექსის გაქრობა. ეს რეფლექსი გულისხმობს ენის წინა ნაწილზე მოხვედრილი საკვების ან სხვა ნივთირების გადმოგდებას, მას დაცვითი ფუნქცია აქვს პირველ თვეებში და ქრება 4-6 თვის ფარგლებში.
  • სხვადასხვა ტექტურის საკვების მიღებისთვის მზაობა. ამ მზაობას ბავშვები აღწევენ ხელების და სათამაშოების პირში ჩადებით.
  • კვების სურვილის გამოხატვა (სხეულის წინ წამოწევით და პირის გაღებით) და თავდცვა/ კვებაზე უარის თქმა (სხეულის უკან წაწევა და თავის გატრიალება). ამას ბავშვები 5-6 თვისთვის ახერხებენ.

4 თვის ასაკში ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ყველა ბავშვი შეძლება არ აკმაყოფილებდეს, 5-6 თვისთვის კი უმრავლესობა აკმაყოფილებს.

მრჩეველი

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …