მთავარი » ჯანდაცვა » რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს
რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს

რა არის აუტიზმი და რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

– აუტიზმი არის ტვინის ე.წ. აშლილობა, რომელიც აზიანებს ადამიანის უნარ-ჩვევებს და ქცევას, იურთიერთოს სხვა ადამიანებთან. ის მიეკუთვნება ტვინის დაზიანებათა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “აუტისტური აშლილობანი”. ეს დაზიანებანი შეიძლება იყოს როგორც საშუალო სიმძიმის, ასევე მძიმედ გამოხატული. გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია.

– როდის ისმება აუტიზმის დიაგნოზი? 

– იმისთვის, რომ დაისვას აუტიზმის დიაგნოზი, ბავშვი უნდა იყოს არანაკლებ 3 წლისა, სიმპტომები ერთიანდება სამ ძირითად ჯგუფად:

  1.  ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემა – აუტისტი ბავშვები ძნელად ურთიერთობენ სხვა ბავშვებთან. ხშირად ისინი არ რეაგირებენ სახის გამომეტყველებაზე და მიმიკაზე. თვალს არიდებენ თვალით-თვალში კონტაქტს. არ სიამოვნებთ შეხება. ასევე არ უყვართ სხვა ბავშვებთან კონტაქტი და თამაში.
  2.  კომუნიკაციის პრობლემა – აუტისტი ბავშვები, როგორც წესი, გაცილებით გვიან იწყებენ ლაპარაკს, ზოგიერთი მათგანი კი არასოდეს არ იწყებს მეტყველებას. მათ მშობლებს ხშირათ ჰგონიათ, რომ მათი შვილი ყრუა, თუმცა მათგან განსხვავებით, სიყრუის შემთხვევაში ბავშვები სხვადასხვა ხერხით, მაგალითად ხელებით, მიმიკით, ცდილობენ დაამყარონ კონტაქტი სხვა ადამიანებთან. აუტისტებს ეს არ ახასიათებთ.
  3.  შეზღუდული ინტერესები – აუტისტ ბავშვებს აქვთ ერთი რაიმე აკვიატებული ინტერესი. შედარებით მცირე ასაკში ეს შეიძლება იყოს სათამაშო, რომელიც ბრჭყვინავს ან ტრიალებს, სხვა სათამაშოების მიმართ კი იჩენენ გულგრილობას. უფრო მოზრდილ ასაკში კი ეს აკვიატებული საგანი შეიძლება ჩანაცვლდეს აკვიატებული გატაცებით: მაგალითად ამინდი, რიცხვები ან სპორტი. მათ ახასიათებთ ასევე გარკვეული რიტუალური ქცევები, მაგალითად ჭამა მხოლოდ სპეციალური ბრძანების შემდეგ, ან მხოლოდ ერთ ამოჩემებულ გზაზე სიარული, ამ რუტინის დარღვევა კი საშინლად აღიზიანებთ.

– რა სიმპტომების და გამოვლინებების შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს?  

– გამოვლინებები, რომელსაც უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება შემდეგია:

  •  არ თამაშობს წარმოსახვით თამაშებს (მაგალითად თოჯინას აჭამოს საჭმელი და ა.შ.)
  •  არ აკეთებს აქცენტირებას მისთვის უცხო, საინტერესო მოვლენებზე (მაგალითად არ ინტერესდება თვითმფრინავით, რომელიც ცაზე მიფრინავს…)
  •  არ ინტერესდება საგნით ან მოვლენით, რომელზეც მთელი გარშემო მყოფები აკეთებენ აქცენტს.
  •  აქვს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა ან საერთოდ არ ურთიერთობს.
  •  თავს არიდებს თვალი-თვალში კონტაქტს.
  •  არ რეაგირებს დაძახებაზე ან მისდამი მიმართული საუბრის დროს ინტერესდება სხვა ხმებით.
  •  ინტერესდება სხვა ადამიანებით, მაგრამ ვერ ამყარებს კონტაქტს.
  •  იმეორებს მისდამი მიმართულ სიტყვებს ან ექოს.
    უჭირს აზრის ჩვეულებრივი სიტყვებით ან მოქმედებებით გადმოცემა.
  •  იმეორებს მოძრაობებს პერმანენტულად.
  •  უჭირს ადაპტირება, როცა მის ცხოვრებაში რაიმე იცვლება.
  •  აქვს სუნის, გემოს, შეგრძნების, ბგერის და მხედველობის აღქმის არადამახასიათებელი უცნაური გამოხატულებები.
  • დაივიწყა უკვე დასწავლილი უნარ-ჩვევები (მაგალითად დაავიწყდა სიტყვები, რომელსაც ამბობდა).
    იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ზემოჩამოთვლილიდან რამდენიმეს მაინც შეამჩნევს, საჭიროა მიმართოს ექიმს, რათა დროულად იქნას გამოვლენილი პრობლემა.

– შესაძლებელია თუ არა აუტიზმისგან განკურნება? 

– აუტიზმის სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა მისი ადრეული გამოვლენისა და შესაბამისი სპეციალისტების დახმარებით, უამრავი პრობლემის დაძლევაა შესაძლებელი.

mshoblebi.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …