დღეს, ქუთაისი- სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკული შედეგით დასრულდა. სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა ქართველი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და მისი მეუღლე. მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მდგომარეობა ამ ეტაპზე უკიდურესად მძიმეა. თავად მორაგბეს კი მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული.
რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც მოთავსებულები არიან ქუთაისი ინტერვენციის ცენტრში, მათგან ერთის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მეორეს მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დაზარალებულებს ესაჭიროებათ სისხლი დონორებისგან, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სამტერდიისა და ქუთაისის საავადმყოფოებმა გაგვიცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისხლის მარაგი აქვთ.
აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რომ ამ ღამის განმავლობაში სისხლის მარაგი არის, დახმარება არ ჭირდებათ. საჭიროების შემთხვევაში ისინი თავად შეატყობინებენ შესაბამის წყაროს.