მთავარი » ჯანდაცვა » ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამის მეშვეობით, მედიკამენტების მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 – ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
• ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
• დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

 მედიკამენტების ყოველი გატანისას მოქალაქე აფთიაქში იხდის გატანილი მედიკამენტების ღირებულების 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლებია 5 თეთრზე.  პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი. ხვალიდან 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, ყველა დანარჩენი კი ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად: 

• ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას. ექიმი წერს რეცეპტს,სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.
• ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას არეგისტრირებენ პროგრამაში
• სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს.
• ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.
• აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც.

– მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …