მთავარი » ჯანდაცვა » ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა
ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი, კერძო კლინიკის ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა

ახალგარემონტებული ფართი რაიონულ სამსახურს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოუყო, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ინვენტარით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა აღჭურვა.

ახალგარემონტებულ შენობაში ცენტრის პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ხუთი ოთახია გამოყოფილი, აქვეა გათვალისწინებული სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი სივრცეც. ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი, კერძო კლინიკის ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …