ახალგარემონტებული ფართი რაიონულ სამსახურს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოუყო, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ინვენტარით კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა აღჭურვა.
ახალგარემონტებულ შენობაში ცენტრის პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ხუთი ოთახია გამოყოფილი, აქვეა გათვალისწინებული სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი სივრცეც. ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი, კერძო კლინიკის ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი პირობები არ არსებობდა.