თბილისი (BPI) – ქართული მედიკამენტებზე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება.
სამკურნალო საშუალებების წილი მთლიან ექსპორტშიც და 6%–ს მიაღწია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში უცხოეთის ბაზრებზე 96 მლნ დოლარის მედიკამენტები გავიდა.
საქართველოდან 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 65,5 მლნ დოლარის სამკურნალო საშუალებებია ექსპორტირებული.
მედიკამენტები ქართული ექსპორტის წამყვან ათეულში მეხუთე პოზიციაზეა.
2014 წლის 9 თვეში სამკურნალო საშუალებების წილი კი საექსპორტო პროდუქციაში 3,1%–ს შეადგენდა.