მთავარი » ჯანდაცვა » ქართული ჯანდაცვა ხერხემლის გარეშე

ქართული ჯანდაცვა ხერხემლის გარეშე

სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე სართულის მარჯვენა ფლიგელში საოჯახო მედიცინის მიმართულებაა განთავსებული. გაურემონტებელი აუდიტორიები, ძველი სკამები და მაგიდებივერაფრით მიხვდები, რომ მე-21 საუკუნის სამედიცინო სასწავლებელში ხარ

ამ აუდიტორიებში საოჯახო მედიცინის მიმართულების სტუდენტები სწავლობენ, ადამიანები, რომლებმაც მომავალში თავიანთი პროფესიული ცხოვრება ოჯახის ექიმის საქმიანობას უნდა დაუკავშირონ

სამედიცინო უნივერსიტეტში გივი ჯავაშვილთან შესახვედრად მივედი. გივი ჯავაშვილი საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის კათედრის გამგე და ოჯახის ექიმია. 

ინტერვიუ ოჯახის ექიმის როლზე და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე საუბარით დავიწყეთ

თუ არ იქნება პირველადი ჯანდაცვა, ყველა საავადმყოფოში წავა და რა გამოვარეალურად ითვლება, რომ თუ პირველადი ჯანდაცვა  მუშაობს, საავადმყოფოში მიმართვის მაჩვენებელი დაბალი უნდა იყოს. პირველადი ჯანდაცვის როლი ასეთია მან უნდა შეძლოს ნებისმიერი პრობლემის მქონე პაციენტის მიღება და მომსახურების გაწევა, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და დაავადებისა.

ოჯახის ექიმს უნდა შეეძლოს დაავადების მართვა, კარგად უნდა იცნობდეს პაციენტს. ოჯახის ექიმი ის სპეციალისტია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ისეთი ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია, რომლებიც სხვა სპეციალისტს არ ექნება. მას უნდა ჰქონდეს ფართო ხედვა და შეეძლოს ნებისმიერი სიმპტომის მქონე პაციენტის შეფასება და მიღება”. 

გივი ჯავაშვილის ჩივის, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შესახებ კვლევები ნაკლებად ტარდება. პირველადი ჯანდაცვის როლზე ჯანდაცვის სისტემაში ინფორმაცია მწირია, თუმცა მან იცის საერთაშორისო, გამოცდილი და განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესახებ, სადაც თუ ოჯახის ექიმის სისტემა კარგად მუშაობს და პირველადი ჯანდაცვა დადგენილ მიზნებს ემსახურება, მეორე და მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობა ბევრად დაბალია

პირველადი ჯანდაცვის ეფექტიანმა სისტემამ უნდა შეძლოს მოქალაქეების ჯანმრთელობის პრობლემების 80%-ის მართვა და მოგვარება, მათ შორის ინფექციურიდა ქრონიკული დაავადებების მართვა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ძირითადი სერვისების მიწოდება. პირველადი ჯანდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს დაავადებების პრევენცია და/ან ადრეულ სტადიაზე მათი აღმოჩენა და მკურნალობა

ის ამბობს, რომ საქართველოში ამბულატორიები გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი არაა. უკვე არსებულის ინფრასტრუქტურა კი მოძველებულია და მატერიალური ბაზა მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებს. ხაზს უსვამს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის შექმნაც. ასევე, ექიმებს სჭირდებათ ადეკვატური ანაზღაურება,რაც პროფესიის პრესტიჟზეც  მოახდენს გავლენას. დღეს კი ოჯახის ექიმის სპეციალობა გივი ჯავაშვილის თქმით, პოპულარული არაა

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ მომზადებული ანგარიშები,პრობლემის ჩამონათვალი წლიდან წლამდე არ იცვლება. ერთერთი ბოლო ანგარიში,სადაც საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის პრობლემებია აღწერილი, 2013 წელს გამოიცა (ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ანგარიში). 

პირველადი ჯანდაცვის შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან ამ სექტორში მატერიალური ბაზის განმტკიცებისა და მომსახურების გაუმჯობესებისათვის გარკვეული ღონისძიებები გატარდა (მაგალითად, 2007 წელსდონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სოფლებში აშენდა ახალი ამბულატორიები,დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი, მოხდა 178 დაწესებულების რეაბილიტაცია და აღჭურვა, გადამზადდა 2000-მდე ექიმი/ექთანი), პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ..მეკარიბჭის როლს ვერ ასრულებს

მსოფლიოში პირველადი ჯანდაცვის ძლიერი რგოლი საუკეთესო სამედიცინო შედეგებთან და ხარჯეფექტურობის უკეთეს მაჩვენებელთან ასოცირდება. იქ, სადაც პირველადი ჯანდაცვა ძლიერია, ეფექტურად ხდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, მართვა და ნაკლებია გამწვავებული და გართულებული შემთხვევები

საქართველოში მოსახლეობა ნაკლებად მიმართავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ერთ სულ მოსახლეზე მიმართვების რაოდენობის მაჩვენებლით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება. 

2007-2011 წლებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე თითქმის უცვლელია და წლის განმავლობაში 2.1 უტოლდებოდა

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის დაწყების შემდეგ, რომელიც ასევე ამბულატორიულ სერვისებს აფინანსებს, ერთ სულ მოსახლეზე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვების რაოდენობა გაიზარდა

წლიური ვიზიტების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 2.3 დან 3.4-მდე გაიზარდა.განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მაინც დაბალია, რადგანამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე ევროპის ქვეყნებში 7.5-მდე აღწევს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსმა მაია ხომერიკმალიბერალთანსაუბრისას განაცხადა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მიმართვიანობის ზრდა რეცეპტების სისტემის შემოღებასაც უკავშირდება, რადგან მოსახლეობა ახლა უფრო ხშირად აკითხავს ოჯახის ექიმს

ორგანიზაციაველფეარ ფაუნდეიშენისმიერ 2015 წლის სექტემბერდეკემბერის პერიოდში ჩატარდა კვლევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტიანობის შესაფასებლად. ანგარიშში ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაკლებ აქცენტს აკეთებს პირველად ჯანდაცვაზე და დაბალხარჯიან ამბულატორიულ მომსახურებაზე, რაც ეწინააღმდეგება თვით პროგრამის ძირითად მიზნებს. ინვესტიცია ძირითადად ყველაზე ხარჯიან სერვისებში ხორციელდება და პრევენციული ღონისძიებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის/ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხები იგნორირებულია

ასეთი მიდგომა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თვით პროგრამის განხორციელებას, რადგან ყოველწლიურად გაიზრდება გადაუდებელ სერვისებთან დაკავშირებული ხარჯები. საჭიროა ანაზღაურების სხვა დამატებითი მექანიზმების მოძებნა, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის (პრევენციული მედიცინის) შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. სხვა შემთხვევაში ბაზარზე დარჩება მხოლოდ მსხვილი სამედიცინო დაწესებულებები და პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვნად გამწვავდება”, – წერია კვლევაში

Screen shot 2016-05-18 at 6.31.07 PM

ჯანდაცვის მკვლევარი და პარტიაქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს წევრი კაკი ზოიძე, რომელიც ქართული ოცნების ჯანდაცვის წინასაარჩევნო პროგრამის ერთერთი ავტორია (ზოიძესთან აღნიშნული ინტერვიუ ჩაიწერა მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა მისი ახალი სტატუსის შესახებ), ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში შესაბამისი ეფექტურობით არ ფუნქციონირებს. 

მისივე თქმით, პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ერთერთი მსხვილი პრობლემა  სამედიცინო პერსონალის ხელფასები, მოტივაცია და მიწოდებული მომსახურების დაბალი ხარისხია. ასევე, არ არსებობს მათი  უწყვეტი განათლების სისტემა, არ არსებობს ეროვნულ დონეზე ქრონიკული დაავადებების მართვის გაიდლაინები და პროტოკოლები

პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების უმეტესობა განკერძოებულია და მათი მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში არათანაბარია, რადგანაც პროგრამებით განსაზღვრული ანაზღაურება პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ცალკეული სახეების მიხედვით ხშირად არასაკმარის სტიმულს წარმოადგენს კერძო მფლობელებისათვის, რათა ისინი ამ პროგრამებში ჩაერთონ.

შედეგად ვიღებთ სიტუაციას, რომ, მიუხედავად დეკლარირებული უფასო გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისა და მოქალაქეების მიერ სამედიცინოდაწესებულებების თავისუფალი არჩევნისა, რეალობაში მოქალაქეების მიერ არჩეულ შედარებით მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებელ კერძო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა უწევთ, რადგანაც ეს უკანასკნელნი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ მონაწილეობენ”, – ამბობს კაკი ზოიძე

ის ამბობს, რომ კაპიტაციური (ერთ სულ მოსახლეზე) დაფინანსების სისტემა არსებული სახით არაეფექტიანია და ეს ანაზღაურება 1.10 ლარის ოდენობით აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმ მომსახურების მისაწოდებლად, რომელიც ამ საფასურის სანაცვლოდ მოიაზრება

რეფორმამ უნდა მოახდინოს ყველა ზემოაღნიშნული პრობლემის ეტაპობრი ვიგადაჭრა, მათ შორის უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბება,სიკვდილიანობისა და ავადობის ძირითადი გამომწვევი ქრონიკული დაავადებების მართვის ეროვნული გაიდლაინების შემოღება, ქრონიკული ავადმყოფებისათვის უფასო და/ან სუბსიდირებული ამბულატორიული მედიკამენტების საყოველთაო დაზღვევის პაკეტში ჩართვა, რაც პჯის დონეზე დასაბუთებული მიმართვიანობის ზრდას გამოიწვევს; მოქალაქეთა მიმაგრების სისტემის შეცვლა და, რაც მთავარია, პჯის დონეზე პროვაიდერთა ანაზღაურების შეცვლა, რაც როგორც კაპიტაციური დაფინანსების ოდენობის ზრდას, ისე, .. „შედეგებზე ორიენტირებულიანაზღარების სისტემის შემოღებას გულისხმობს. ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება როგორც მთლიანად დაწესებულებების, ისე ინდივიდუალური სამედიცინო პერსონალის მოტივაციის ზრდა, მეტი მოცულობისა და ხარისხიანი პჯის მომსახურების მიწოდება”, –ამბობს კაკი ზოიძე

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საჭიროებაზე ყველა ღიად საუბრობს. მინისტრმა სერგეენკომ თავის ერთერთ ბოლო გამოსვლაში თქვა, რომ იდეალურ შემთხვევაში მოსახლეობის 80% თავისი საჭიროებებისთვის უნდა მიმართავდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმს და იქ უნდა აგვარებდეს პრობლემებს

ოჯახის ექიმი, პირველადი ჯანდაცვა მას უნდა ასწავლიდეს, რომ არ დაელოდოს დაავადების სიმპტომების განვითარებას და მიიღოს ზომები დაავადებების პრევენციისთვისთუ დაავადება მაინც განვითარდა, უნდა მოხდეს გართულებების თავიდან აცილება. თუ იდეალურ შემთხვევაში ეს უნდა იყოს 80/20 (80 პირველადი ჯანდაცვა, 20 – სტაციონარული მომსახურება), ჩვენს შემთხვევაში ეს პირიქითაა და80%-ზე მეტ შემთხვევაში პაციენტები გართულებული სიმპტომებით, გართულებული მდგომარეობით მიდიან ექიმთან“, – ამბობს სერგეენკო. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამლიბერალთან” საუბარისას დაადასტურა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მთავარ რეფორმად პირველადი ჯანდაცვის სისტემას განიხილავს, რადგან მივიდნენ იმ აზრამდე, რომ პირველადი ჯანდაცვის გარეშე სისტემა ხარჯეფექტური ვერ გახდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე მუშაობს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიქირავა.

ჯერჯერობით მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ერთი რამ ნამდვილად იციანუნდა უზრუნველყონ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. შესაბამისად ასეთი ობიექტები უნდა აშენდეს რეგიონებში. ინფრასტრუქტურის პარალელურად ის ექიმების კვალიფიკაციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფოს მიზანი ხელმისაწვდომობასთან ერთად ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაა

Screen shot 2016-05-18 at 6.30.54 PM

კითხვაზე იგეგმება, თუ არა პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსების სისტემის შეცვლა, პასუხობს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში დაფინანსების მოდელებზეც მიდის მუშაობა, თუმცა შეიცვლება თუ არა არსებული დაფინანსების სისტემა, ამაზე პასუხი ჯერ არ აქვს.  (ახლა მოქმედი წესით, ერთ სულ მოსახლეზე კლინიკა თვეში იღებს 1.10 თეთრს, რაც ექსპერტთა შეფასებით არაადეკვატური ანაზღაურებაა. ამ ცენტრებში დასაქმებულ პირთა მოტივაციისთვის საჭიროა შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის შემოღება.) 

თუ პაციენტს სიცხე აუწევს ის კლინიკაში არ უნდა გარბოდეს. თუ საჭიროა მაღალიდონის მანიპულაციები, მან უნდა მიმართოს კლინიკას, მაგრამ თუ ის საჭირო არაა,უნდა იმკურნალოს პირველი დონის ჯანდაცვის დაწესებულებაში. იგივე ონლოკოგიურიდაავადებების მატება პირველადი ჯანდაცვის რგოლის არარსებობითაა გამოწვეული.როცა საწყისს ეტაპზე დაიჭერ დაავადებას, მისი მკურნალობა ადვილია დასახელმწიფოსაც იაფი უჯდება”, – ამბობს ვალერი კვარაცხელია

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის მწყობრი სისტემის არარსებობა ერთერთიმიზეზია, რისთვისაც მოსახლეობა პირველი დონის სამედიცინო დაწესებულებებს არმიმართავს. მეორე მთავარი მიზეზი კი მოსახლეობის დაბალი ცნობიერებაა, რადგანმათ კარგად არ ესმით პირველადი ჯანდაცვის როლი და პროფილაქტიკურსამედიცინო შემოწმებებზე სიარულიც საქართველოში გავრცელებული ქცევა არაა.ამიტომ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლადაცმოუწევს მუშაობა

liberali.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …