კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
შესაბამისი ბრძანება სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა გამოსცა.
„საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ამ ბრძანების საფუძველზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს.