მთავარი » ჯანდაცვა » ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა კატასტროფულია
მედიკამენტების ფასები კატასტროფულია. ექიმი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება, რადგან პაციენტს არ აქვს საშუალება მისი დანიშნული მედიკამენტი შეიძინოს.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა კატასტროფულია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ჩაჩავას კლინიკის თერაპევტმა ანა იოსავამ.

ექიმმა მოკლედ ისაუბრა როგორც ჯანდაცვის პირველადი რგოლის, ასევე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა დროული და აუცილებელი იყო.ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ნამდვილად კარგი ინიციატივაა. პაციენტს არ მოუწევს დაავადების საწყის ეტაპზევე ვიწრო სპეციალისტთან მისვლა და ფულის არამიზნობრივად ხარჯვა.

მას შეუძლია მიაკითხოს ოჯახის ექმს, რომელიც სრულიად უფასოდ ჩაუტარებს შესაბამის კონსულტაციას, ხოლო რთული შემთხვევის დროს კი გადაამისამართებს შესაბამის ვიწრო სპეცილაისტთან. ეს ნამდვილად დაუზოგავს დროსაც და ზედმეტ ხარჯებსაც პაციენტებს“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი იწონებს და პაციენტების კმაყოფილებაზე საუბრობს

„რაც მთავარია, მომხმარებელია  კმაყოფილი. ისინი სრულიად უფასოდ იკეთებენ სხვადასხვა ანალიზებსა და გამოკვლევებს. ასევე ხდება გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების სრულად დაფინანსება.ოპერაციები ტარდება თანადაფინანსებითაც, სადაც სახელმწიფო პაციენტს უფინანსებს ოპერაციის 70–90%–ს, რაც ძალიან დიდი შეღავათია’’.

ანა იოსავამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ფასები კატასტროფულია. ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში ექიმიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება, რადგან პაციენტს არ აქვს საშუალება მისი დანიშნული მედიკამენტი შეიძინოს:

„ექიმიც ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის, რადგან როდესაც პაციენტს არ აქვს საშუალება,  ვცდილობთ, რომ მას მოვარგოთ მედიკამენტის ღირებულება და რაც შეიძლება დაბალფასიანი წამალი დავნიშნოთ.ზოგჯერ მხოლოდ მინიმალურ დოზას ვუნიშნავთ, რადგან პაციენტს უბრალოდ მეტის შეძენის საშუალება არ აქვს. კარგი იქნება, თუ პრობლემა დროულად დარეგულირდება“.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …