მთავარი » ჯანდაცვა » პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შესული ცვლილების შესახებ “სხვა შუადღეში”
ცვლილება შევიდა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში, რაც გულისხმობს გეგმიურ აცრებში ექვსკომპონენტიანი (ჰექსა) ვაქცინის დანერგვას.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შესული ცვლილების შესახებ “სხვა შუადღეში”

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში, რაც გულისხმობს გეგმიურ აცრებში ექვსკომპონენტიანი (ჰექსა) ვაქცინის დანერგვას.

აღნიშნული ვაქცინა აერთიანებს პენტავალენტურ და პოლიომიელიტის ვაქცინებს. ექვსკომპონენტიანი ვაქცინის შეძენა დღემდე ე.წ ფასიანი ვაქცინის სახით, მხოლოდ კერძო დაწესებულებაში იყო შესაძლებელი. ცვლილების შედეგად, ვაქცინა იქნება უფასო ისევე, როგორც ეროვნულ კალენდარს მიკუთვნებული ყველა სხვა ვაქცინა.

ცვლილება შევიდა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში. კალენდარს დაემატა ექვსკომპონენტიანი (ჰექსა) ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების პრევენციისათვის, როგორიცაა დიფთერია, არაუჯრედული ყივანახველა, ტეტანუსი, Bჰეპატიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპიB, პოლიომიელიტის ინაქტივირებული ვირუსის სამი ტიპი.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …