მთავარი » ჯანდაცვა » პროფილაქტიკა და პრევენცია გაცილებით იაფია, ვიდრე გვიანდელ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა
მოსახლეობა უნდა მიხვდეს, რომ პროფილაქტიკა და პრევენცია გაცილებით იაფია, ვიდრე გვიანდელ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა.

პროფილაქტიკა და პრევენცია გაცილებით იაფია, ვიდრე გვიანდელ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა

მედცენტრის ენდოკრინოლოგმა არჩილ ირემაძემ პირველადი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა დაიხვეწა, დაიგნოსტიკა თავის ადგილზეა,პაციენტებმა იციან, ვის უნდა მიმართონ და ძველებურად დაბნეულები აღარ არიან.

რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, აქაც არის გარკვეული ხარვეზები. ჯანდაცვის პირველადი რგოლის ეფექტიანობას, პირველ რიგში სჭირდება პაციენტების შეჩვევა. მოსახლეობა უნდა მიხვდეს, რომ პროფილაქტიკა და პრევენცია გაცილებითიაფი და მარტივია, ვიდრე გვიანდელ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მართვა და მკურნალობა.

ინფორმირებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ რეფორმა ამ მომენტს გაითვალისწინებს და დროთაგანმავლობაში ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში.

პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა ექიმებისთვის მეტი განათლებისმიცემა. ვფიქრობ, რომ გარკვეული ტრენინგები უნდა უტარდებოდეთ მათ პერიოდულად, რათა მედიცინისყველა მიმდინარე სიახლეს ეცნობოდნენ. ასევე, ვფიქრობ, ხელფასის მომატებაც აუცილებელია ამ რგოლში.

მოგეხსენებათ, ექიმების ხელფასი არის საკმაოდ დაბალი და თუ ამის გამოსწორებაც მოხდება, ყველაფერი იქნებაიდეალურად. კარგად დატრენინგებული და ხელფასითაც უზრუნველყოფილი ექიმი, ნამდვილად საიმედოაპაციენტისთვის”, – მიაჩნია მედიკოსს

ირემაძე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პროგრამაზე მნიშვნელოვანი ბოლო ათწლეულებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არაფერი მომხდარა.

„უამრავ ადამიანს მიეცა შანსი, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა. უსახსრობის გამო ადამიანები ექიმთანვერ მიდიოდნენ და შესაბამისად მათი დაავადებები უფრო და უფრო კრიტიკულ ფაზაში გადადიოდა. ათასობითსიცოცხლეა ფიზიკურად გადარჩენილი ამ პროგრამის წყალობით”, – ამბობს ირემაძე და იქვე აღნიშნავს, რომ  საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ერთი პერიოდი იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს ეს პროგრამა, რაც ძალიან დიდიდარტყმა იქნება პაციენტებისათვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორედ ჯანდაცვის პირველადირგოლის რეფორმა წაეშველება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და სისტემას გრძელვადიან პერსპექტივაშიგაცილებით ხარტეფექტურს გახდის.

მოგეხსენებათ, პირველად რგოლში მკურნალობა გაცილებით იაფი ჯდება,ვიდრე სტაციონარში”, – განაცხადა ირემაძემ და დასძინა, რომ მედიცინის მუშაკები ხედავენ დადებით ეფექტს და ზოგადად კმაყოფილები არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორცილებული რეფორმების თანმიმდევრულობით.

პირველადი რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ  მინისტრმა სერგეენკომ საჯაროდ განაცხადა. სამინისტროს ჯანდაცვის ამ რგოლის რეფორმირებაში დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალ ალიანსი” გაუწევს.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …