მთავარი » მსოფლიო » პრინცმა ჰარიმ შიდსის ანალიზი ჩააბარა
იმისათვის, რომ შიდსზე არსებული სტიგმა დაეძლია და ხალხისათვის ეჩვენებინა, რამდენად აუცილებელია აივ-დიაგნოსტიკა, პრინცმა ჰარიმ შიდსის ანალიზი ჩააბარა.

პრინცმა ჰარიმ შიდსის ანალიზი ჩააბარა

იმისათვის, რომ შიდსზე არსებული სტიგმა დაეძლია და ხალხისათვის ეჩვენებინა, რამდენად აუცილებელია აივ-დიაგნოსტიკა, პრინცმა ჰარიმ შიდსის ანალიზი ჩააბარა.

31 წლის პრინცის ტესტირების პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს .პირდაპირი ეთერი ბრიტანული სამეფო ოჯახის Facebook-ის გვერდზე გადაიცემოდა.

“გავოცდი, იმდენად მარტივი და სწრაფი პროცესი იყო. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოთ – კაცი, ქალი, გეი, შავკანიანი, თეთრკანიანი, წითური – ტესტი ყველამ უნდა ჩაიტაროთ. ეს თითიდან აღებული უმტკივნეულო ანალიზია, რომელიც მომენტალურ პასუხს იძლევა!” აღნიშნა პრინცმა ყველაფრის დასრულების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ინერვიულა, ის ყველაფერს “მეფურად” გაუმკლავდა და საზოგადოებას კარგი მაგალითი მისცა.

ექიმმა, რომელმაც აივ-ტესტირება ჩაატარა, პრინცი შეაქო – “მან ძალიან კარგი მაგალითი მოგვცა და დაამტკიცა, რომ ანალიზი აბსოლუტურად ყველასთვისაა! მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ – აივ-ტესტირება ყველამ უნდა ჩაიტაროთ.”

? პრინცის შიდსის ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. 

Hello Georgia

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …