იმისათვის, რომ შიდსზე არსებული სტიგმა დაეძლია და ხალხისათვის ეჩვენებინა, რამდენად აუცილებელია აივ-დიაგნოსტიკა, პრინცმა ჰარიმ შიდსის ანალიზი ჩააბარა.
31 წლის პრინცის ტესტირების პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს .პირდაპირი ეთერი ბრიტანული სამეფო ოჯახის Facebook-ის გვერდზე გადაიცემოდა.
“გავოცდი, იმდენად მარტივი და სწრაფი პროცესი იყო. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოთ – კაცი, ქალი, გეი, შავკანიანი, თეთრკანიანი, წითური – ტესტი ყველამ უნდა ჩაიტაროთ. ეს თითიდან აღებული უმტკივნეულო ანალიზია, რომელიც მომენტალურ პასუხს იძლევა!” ➡ აღნიშნა პრინცმა ყველაფრის დასრულების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ინერვიულა, ის ყველაფერს “მეფურად” გაუმკლავდა და საზოგადოებას კარგი მაგალითი მისცა.
ექიმმა, რომელმაც აივ-ტესტირება ჩაატარა, პრინცი შეაქო – “მან ძალიან კარგი მაგალითი მოგვცა და დაამტკიცა, რომ ანალიზი აბსოლუტურად ყველასთვისაა! მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ – აივ-ტესტირება ყველამ უნდა ჩაიტაროთ.”
? პრინცის შიდსის ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.