მთავარი » მსოფლიო » პრეპარატ MEDIATOR- ის საქმესთან დაკავშირებით SERVIER-ი დამნაშავედ ცნეს
ექიმებმა ამ მედიკამენტის გამოწერა ზედმეტი წონის მქონე პაციენტებისათვის დაიწყეს. შედეგად, 20 მილიონი ადამიანი გახდა Mediator -ზე დამოკიდებული გახდა.

პრეპარატ MEDIATOR- ის საქმესთან დაკავშირებით SERVIER-ი დამნაშავედ ცნეს

ვერსალის სააპელაციო სასამართლომ ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Servier-ი სერიოზული გვერდითი მოვლენების გამომწვევი მედიკამენტის  Mediator-ის გავრცელებაში, დამნაშავედ სცნო.

ამასთან,  დააკმაყოფილა ორი მოქალაქის საჩივარი, რომელთაც ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ მძიმე პათოლოგიები განუვითარდათ.

Servier-მა პრეპარატ Mediator-ის წარმოება 1976 წელს დაიწყო. 1997 წელს კი მედიკამენტი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შევიდა. 2005 წელს ეს წამალი უკვე ესპანეთისა და იტალიის ტერიტორიაზე იყიდებოდა. თუმცა პრეპარატისგან გამოწვეული მძიმე გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2007 წელს გახდა ცნობილი.

უფრო კონკრეტულად კი გამოაშკარავდა ფაქტი, რომ ამ მედიკამენტის გამოყენება გულის სარქველების დაზიანებას იწვევდა. ამასთან სწორედ მის გამოყენებას უკავშირდებოდა პაციენტებში ფილტვის ჰიპერტენზიის შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი განკუთვნილი იყო შაქრიანი დიაბეტის მეორე სტადიით დაავადებული პაციენტებისათვის, ექიმებმა ამ მედიკამენტის გამოწერა ზედმეტი წონის მქონე პაციენტებისათვის დაიწყეს. შედეგად, 20 მილიონი ადამიანი გახდა Mediator -ზე დამოკიდებული გახდა. პრეპარატი კლავდა შიმშილის გრძნობას და პაციენტები მას უკვე  წონაში დაკლების მიზნით მოიხმარდნენ. 

პირველად მედიკამენტის გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ფრანგმა ექიმმა ირენ ფრანშონმა 2007 წელს, როცა მასთან მივიდა პაციენტი ჰიპერტენზიით, რომელიც მოიხმარდა ამ მედიკამენტს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ მედიკამენტის მიმღები 3 500 ადამიანი ჰოსპიტალიზებული იყო, 2 100 კი გარდაიცვალა . 1976 წლიდან 2009 წლამდე ამ მედიკამენტს მოიხმარდა 5 მილიონი ადამიანი. მედიკამენტი გაყიდვიდან 2009 წელს მოიხსნა.

2010 წელს საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ დავალება მისცა  შრომის, დასაქმებისა და ჯანდაცვის მინისტრს, ამ საკითხით დაინტერესებულიყო.

სასამართლომ SERVIERს გამამტყუნებელი განაჩენი კი 2016 წელს გამოუტანა.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …