მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » პირველადმა ჯანდაცვამ უნდა დაფაროს არა ყველა ხარჯი, არამედ ყველას ხარჯი
პიტერ მაკარა: „პირველადმა ჯანდაცვამ უნდა დაფაროს არა ყველა ხარჯი, არამედ ყველას ხარჯი“

პირველადმა ჯანდაცვამ უნდა დაფაროს არა ყველა ხარჯი, არამედ ყველას ხარჯი

16 ივლისს თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალ ალიანსის“ (GAHSC)  ეგიდით საერთაშორისო კონფერენცია შედგება, რომლის სახელწოდებაც არის „პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“.

For.ge კონფერენციის მომხსენებელს, „გლობალ ალიანსის“ ექსპერტს, პეტერ მაკარას, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე და ამ მიმართულების საქართველოში განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრა.

პიტერ მაკარას თქმით, პირველადი ჯანდაცვა (PHC) ახალი ჯანდაცვის სისტემის საყრდენია საქართველოში. იგი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკის დაგეგმვაში და სამედიცინო პრაქტიკაში.

ევროკავშირში პირველადი ჯანდაცვის სისტემა მოიცავს ჯანმრთელობის მიმართულების განათლების, განვითარების, პრევენციის, კურაციული და რეაბილიტაციური, ასევე ტერმინალური აქტივობების ფართო წრეს.

სრული პირველადი ჯანდაცვა არ არის ევროკავშირის მხოლოდ მდიდარი წევრებისთვის განკუთვნილი, იგი ასევე სასურველი და მისაწვდომი შეიძლება გახდეს ისეთი ქვეყნებისათვის როგორიც საქართველოა, ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივ პერსპექტივაში.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მართებული მიმართულების მიცემის შემთხვევაში, არსებობს სამედიცინო მომსახურების პირველადი დაცვის დონეზე უზურველყოფის გავრცობის რეალური შესაძლებლობა, რაც არის კიდეც გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემისა და მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობის წინაპირობა.

უმაღლესი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მიღწევაში არსებული ხარვეზები საქართველოში, ნაწილობრივ არის იმის ასახვა, რომ მონეტარული მხარდაჭერა ამ მიმართულებით რიტორიკას ჩამორჩებოდა. პ

ირველად ჯანდაცვის სფეროში რესურსების ნაკლებობამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქეთა უნდობლობა სისტემისადმი, მაშინ როცა ჰოსპიტალები, მეორეული ან მესამეული ჯანდაცვის საშუალებები უფრო უკეთეს მატერიალურ პირობებში არიან, უკეთესი აღწურვილობა აქვთ და შტატიც უკეთესი ჰყავთ.

სოფლის მოსახლეობა ამის გამო არაპროპირციულ სიტუაციაშია ჩაყენებული და ფელდშერები და მედდები ხშირად იქცევიან დე ფაქტო ძირითად შტატად, მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ აქვთ სათანადო განათლება ამისათვის“ – აცხადებს პიტერ მაკარა.

ექსპერტის შეფასებით, პირველადი ჯანდაცვის საშუალებები საქართველოში არ არის იმ პოზიციაში, რომ ჯანდაცვის მომსახურების მოთხოვნებს უპასუხოს. ამიტომ, აუცილებელია საოჯახო მედიცინის მოდელის იმპლემენტაცია. მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიზნის მისაღწევად.

ესაა, ადამიანური რესურსებისა და აღწურვილობისათვის ფინანსების შესაბამისი განაწილება, ისევე როგორც შტატის წვრთნაში ინვესტირება, რაც გულისხმობს გადახდის რევიზირებულ მექანიზმებს.

ეს გაზრდის ჯანდაცვის ხარისხს კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევების განვითარება-იმპლემენტაციის და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის დამკვიდრების, ჯანდაცვის სისტემის უფრო მკვეთრად გამოყოფილი დონეების და რეფერალური მექანიზმების განვითარების გზით.

„პოლიტიკის შემქმნელებისთვის ცხადი უნდა გახდეს პირველადი ჯანდაცვის კონცეპტი და ის თუ რას გვთავაზობს იგი. ამას სჭირდება ინვესტირება სარეკლამო და მარკენტინგულ აქტივობებში, რათა ნათელი გახდეს პირველადი ჯანდაცვის დადებითი მხარეები პროფესიონალთათვის, პოლიტიკის შემქმნელთათვის და საზოგადოებისათვის.

პირველადი ჯანდაცვის როლი არ უნდა განისაზღვროს მთლიანი ჯანდაცვის სისტემისგან იზოლაციაში. პირველადი და მეორეული ჯანდაცვა, ზოგადი და სპეციფიკური, ორივე მნიშვნელოვანი როლის მატარებელია საქარელოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.

არსებობს სხვადასხვა დეფინიცია და შესაძლებლობა განხილულ იქნას ზოგადი პრაქტიკა, პირველადი ჯანდაცვა და სპეციალისტთა როლი საქართველოში.

მაგალითად, თეორიულად პირველადი ჯანდაცვის ჯგუფი შეიძლება გილისხმობდეს თემის მედდასაც, ფელდშერსაც ან სოფლის ზირითად პრაქტიკოსსაც და 30 კაციან ჯგუფსაც, სპეციალისტი მედდების, დამხმარე შტატის, საოჯახო მედიცინისა და სხვა სპეციალისტების ჩათვლით (როგორც ეს არის ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში).

განვითარების პროცესი უნდა დაეყრდნოს არსებულ სტრუქტურებს, პირად საკუთრებას და ერთზე მეტი საორგანიზაციო ფორმა უნდა არსებობდეს პარალელურად. რურალური (სოფლის) სამედიცინო მიდგომა როგორც ორგანიზაციული ჩარჩო, კონტროლისა და განვითარების სისტემის უკეთესი ხარისხის საფუძველზე, შეიძლება დაუპირისპირდეს არსებული აქტიურობის მრავალფეროვნებას და შემოგვთავაზოს მომსხურების ახალი დონე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ზომიდან და ხარისხიდან გამომდინარე.

შორეულ მომავალში, თანდათან განვითარებული GP სისტემა, ძირითად პრაკტიკოსთა ახალი როლი, უკეთესი აღჭურვილობა და უკეთესი ანაზღაურება, ასევე მომსახურების ერთგვაროვნების ხარისხი გახდება იმის ინდიკატორი რომ პირველადი ჯანდაცვის სამსახურები მუშაობს.

საქართველოში ორგანიზაციული სტრუქტურები იცვლება, დასაბამს აძლევენ ინტეგრაციულ ინსტიტუტებს, რომლებიც მოიცავს პირველად და მეორეულ ჯანდაცვას. საქართველოს ჯანდაცვის სიტემაში, მომსახურება ტრადიციულად უზრუნველყოფილი იყო ჰოსპიტალების და მოერეული ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან, ახლა შესაძლებელი უნდა გახდეს, რომ იგივე პასუხისმგებლობა პირველადი ჯანდაცვის ჯგუფზე გადავიდეს“ – მიაჩნია „გლობალ ალიანსის“ წარმომადგენელს.

მისივე განცხადებით, ახალი მიდგომაა აუცილებელი: პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვა პოზიტიურად უნდა განიხილებოდეს ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე აქცენტით, კონტროლის და ფასების რეგულირების ფუნქციების გარდა. მიდგომა უნდა დაეფუძნოს მისაღებ ინტეგრალურ მოდელს ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის ჭრილში.

ახალი მიდგომა უნდა აერთიანებდეს სამართლიანობის, ახალი ხელმისაწვდომი უნივერსალიზმის, ეკონომიკური რეალიზმის პრინციპებს იმ მიზნით, რომ დაიფაროს არა ყველა ხარჯი არამედ ყველას ხარჯი.

„განახლებული პირველადი ჯანდაცვა უზრუნველყოფს ინტეგრაციულ პირველად დახმარებას ყველა პაციენტისთვის და დიდწილად ფოკუსირებული იქნება დიაგნოსტიკაზე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას, შესაბამის და იაფ ჯანდაცვას პაციენტებისათვის, გაზრდის მოსახლეობის ინტერესს საკუთარი ჯანმრთელობისადმი და დაავადების პრევენციისადმი, ჯანსაღი ცხოვრებს სტილის მხარდაჭერის ჩათვლით, რაც გააუმჯობესებს დიაგნოსტიკას და შექმნის სასურველ სამუშაო გარემოს მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მოსაზიდად“ – ამბობს პიტერ მაკარა.

for.Ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …