შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, 1 დეკემბერს 18:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA), საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) თანამშრომლობით მართავს ღონისძიებას გაეროს სახლთან, მრგვალ ბაღში (მის: რ. ერისთავი # 9).
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ვიდეორგოლის ჩვენება აივ ინფექციასთან დაკავშირებული საჯარო სერვისებისა და შიდსის პრევენციის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრთან თანამშრომლობით.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში შიდსითან დაკავშირებული სტიგმისა და დისრკიმინაციის, და აგრეთვე მისი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებას გახსნის ერიკა კვაპილოვა – გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ლელა ბაქრაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და ვიკა ბუკია – ჟურნალისტი და ვიდეო რგოლის ავტორი. ღონისძიება დასრულდება კონცერტით.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება.
მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს.