მთავარი » მსოფლიო » Pfizer-მა რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა

Pfizer-მა რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა

Pfizer-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას, რომელიც რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსის (RSV) წინააღმდეგაა მიმართული, 82%-იანი ეფექტიანობა აღმოაჩნდა ჩვილებში სერიოზული გართულებების თავიდან აცილების კუთხით. აღნიშნული ვაქცინა ბავშვების დედების ორგანიზმში ორსულობის მეორე ნახევარში შეიყვანეს.

კვლევები ვადაზე ადრე, მას შემდეგ შეაჩერეს, როცა პრეპარატის ეფექტიანობა დადასტურდა. კვლევების შედეგები New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ  Pfizer-ის ვაქცინამ, RSVpreF-მა ერთერთ მთავარ მიზანს კვლევების საბოლოო ეტაპზე მიაღწია. კერძოდ, მან 82%-ით შეამცირა ჩვილებში ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადებების რისკი სიცოცხლის პირველი 90 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ბავშვების დიდ უმეტესობას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია არ დასჭირდა.

Pfizer-ის ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტიანობამ სერიოზული ინფექციების თავიდან აცილების კუთხით პირველი 180 დღის განმავლობაში 69,4% შეადგინა.

ამასთან, ვაქცინამ ვერ შეძლო მეორე ძირითადი მიზნის მიღწევა – მსუბუქი დაავადებების შემთხვევების შემცირება ჩვილებში.

გასული წლის ნოემბერში Pfizer-მა ვაქცინის გამოცდის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე აღნიშნულ ვაქცინას აშშ-ისა და ევროპის მარეგულირებლები სწავლობენ. მოსალოდნელია, რომ ამერიკის მარეგულირებელი ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვას მიმდინარე წლის აგვისტოში გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსი წელს საქართველოში აქტიურად ცირკულირებდა.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …