მთავარი » მსოფლიო » Pfizer-ის ვაქცინამ 5-11 წლის ბავშვებში ცუდი შედეგები აჩვენა – ის დაინფიცირებისგან 1 თვის განმავლობაშიც კი არ იცავს

Pfizer-ის ვაქცინამ 5-11 წლის ბავშვებში ცუდი შედეგები აჩვენა – ის დაინფიცირებისგან 1 თვის განმავლობაშიც კი არ იცავს

Pfizer-BioNTech -ის წარმოებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გაცილებით ნაკლებეფექტიანია დაინფიცირებისგან თავის დაცვის კუთხით,  ვიდრე მაღალი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ , ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლების მიერ შეკრებილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამ დასკვნას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ასაკის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.

Pfizer-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფისთვისაა ნებადართული. გამოცემის თანახმად, ომიკრონის გავრცელების პერიოდში შეგროვებული მონაცემების თანახმად, ვაქცინა კვლავ იცავს ბავშვებს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, თუმცა პრაქტიკულად არ იცავს დაინფიცირებისგან სრული იმუნიზაციიდან ერთი თვის განმავლობაშიც კი.

ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, პატარა ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობის შემცირება შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ისინი იღებენ იმ დოზის მესამედს, რასაც უფრო დიდი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს უკეთებენ.

გარდა ამისა, კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ ვაქცინამ ცუდი შედეგი აჩვენა 2-დან 4 წლამდე ბავშვებში, რომლებმაც კიდევ უფრო მცირე დოზა მიიღეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რომ ეს ინფორმაცია შვილების ვაქცინაციაზე უარს ათქმევინებს იმ მშობლებს, რომლებიც ამ კუთხით ისედაც ყოყმანობენ.

ასეთი შედეგების მიუხედავად, ექსპერტები აცხადებენ, რომ იძლევიან ბავშვების იმუნიზაციის რეკომენდაციას იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, რასაც იგივე მონაცემებიც ადასტურებს.

 

შეგახსენებთ: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოვა. ამ ეტაპზე საუბარია 50 ათას ვაქცინაზე, რაც პირველ ეტაპზე განკუთვნილი იქნება იმუნოკომპრომენტირებული და თანხმლები დაავადებებით ბავშვებისთვის. შემდეგ კი ვაქცინაცია სურვილის მიხედვით დაიწყება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …