მთავარი » მსოფლიო » Pfizer-ი ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Seagen-ს 43 მილიარდ დოლარად ყიდულობს

Pfizer-ი ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Seagen-ს 43 მილიარდ დოლარად ყიდულობს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა კომპანია Seagen-ის შეძენის შესახებ განაცხადა. გარიგების ღირებულება 43 მილიარდი დოლარია. ეს უკანასკნელი სპეციალიზდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. როგორც ფარმაკოლოგიური კომპანიის საიტზე განთავსებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს Seagen-ის აქცინერთა და მარეგულირებლების მიერ გარიგებაზე თანხმობის მიცემის პროცესი.

გარიგების დასრულებას მხარეები 2023 წლის ბოლოს-2024 წლის დასაწყისისთვის გეგმავენ. თებერვალში გაზეთმა The Wall Street-მა დაწერა, რომ Seagen-ის საბაზრო ღირებულება 30 მილიარდი დოლარია.

Pfizer-ი არის მსოფლიოში უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც, The Wall Street-ის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინისა და სხვა პრეპარატების გაყიდვის გზით 22,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

Seagen არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ბიოტექნოლოგიური კორპორაცია, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს. ის 1997 წელს დაარსდა.

კომპანია მუშაობს კიბოს მკურნალობის ისეთ მეთოდებზე, რომლებიც ანტისხეულების პრინციპს ეფუძნება.  მისი მიზანია, ავთვისებიან სიმსივნეებს შერჩევითად, უშუალოდ დაზიანებაზე მოქმედების გზით ებრძოლოს.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …