Drugs.com-ი 2016 წელს სხვადასხვა მიმართულებით ფარმაცევტული ბაზრის განვითარების პროგნოზებს აკეთებს.
გამოცემის ინფორმაციით, წელს, როგორც მინიმუმ 12 ბლოკბასტერი წარმატებით გადალახავს FDA-ის ( ამერიკის საკვებისა და მდიკამენტების ადმინისტრაცია) საზღვრებს და მათი რეალიზაციიდან მიღებული მოგება 4 წლიან პერიოდში 1 მილიარდამდე გაიზრდება.
Drugs.com-ის პროგნოზით წელს წამყან პოზიციაზე ისევ მეგაბლოკბასტერი ჰუმირა იქნება. ამ პრეპარატის გაყიდვების საპროგნოზო მაჩვენებელი 15,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას მოსდევს C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი ჰარვონი 11,6 მილიარდი დოლარის წინასწარ პროგნოზირებული გაყიდვებით. აღსანიშნავია, რომ ჰარვონი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ამერიკულმა გილეადმა ჩვენს ქვეყანას უფასოდ გადმოსცა. ამავე სიაში წამყვან პოზიციას იკავებს ჰერცეპტინი.
მთლიანობაში 2016 წლის მოსლფიოს ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტების ათეული ასე გამოიყურება:
- Humira (adalimumab) – 15.7 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Harvoni (ledipasvir/sofosbuvir)- 11.6 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Rituxan (rituximab) – 7.3 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Avastin (bevacizumab) – 7.0 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Lantus (insulin glargine) – 6.9 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Herceptin (trastuzumab) – 6.8 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Revlimid (lenalidomide) – 6.7 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Prevnar 13 (pneumococcal 13-valent conjugate vaccine) – 6.1 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Remicade (infliximab) – 5.8 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
- Advair (fluticasone/salmeterol) – 5 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
Eveluatepharma-ს ცნობით, რეიტინგის ლიდერი ჰუმირა ფარმაცევტული კომპანია Abbvie-ს შემოსავლებს მნიშნელოვნად გაზრდის. ის 2020 წლისთვის ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი იქნება.
Drugs.com-ის პროგნოზით, გაყიდვების კუთხით 2016 წელს ფარმაცევტული კომპანიების ლიდერი ფაიზერი იქნება. კომპანიის გაყიდვები კი 48 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ლიდერი ფარმაცევტული კომპანიების ათეული ასე გამოიყურება.
- Pfizer – 48 მილიარდი დოლარი
- Novartis – 44.5 მილიარდი დოლარი
- Roche – 39.8 მილიარდი დოლარი
- Sanofi – 39.7 მილიარდი დოლარი
- Merck – 37.9 მილიარდი დოლარი
- GlaxoSmithKline – 33.5 მილიარდი დოლარი
- Johnson & Johnson – 33.2 მილიარდი დოლარი
- Gilead – 30.1 მილიარდი დოლარი
- AbbVie – 26 მილიარდი დოლარი
- AstraZeneca – 22.7 მილიარდი დოლარი