მთავარი » მსოფლიო » პერსონები ფარმაცევტული ინდუსტრიიდან
წარმატებული მენეჯერები ფარმაცევტული ინდუსტრიიდან. მათი გამოცდილება და ისტორიები ამ ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის საინტერესოა.

პერსონები ფარმაცევტული ინდუსტრიიდან

ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ მსოფლიოს არაერთი წარმატებული მენეჯერი აჩუქა. მათი  გამოცდილება და ისტორიები  ამ ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის საინტერესოა.

1

დავიწყოთ ირლანდიური ფარმაცევტული კომპანია Shire-თი. ამბიციური ლიდერი, ფარმაცევტული ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი – ეს ამ კომპანიის მისამართით გაკეთებული სავსებით დამსახურებული ეპითეტებია. Abbvie-სთან საქმიანი გარიგების ჩაშლის შემდეგ Shire-მ დაუყოვნებლივ გამოაცხადა ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეების NPS Pharma და Baxalta-ს შეძენის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ მოახერხა ინდუსტრიის ლიდერის ტიტული შეენარჩუნებინა.

2

წარუმატებლობების მოყვარული ან უბრალოდ შეცდომებზე მსწავლელი – ასე ახასიათებენ ფარმაცევტული ბაზრის კიდევ ერთ უმსხვილეს მოთამაშე ROCHE-ს. კომპანიის დირექტორის მიერ მორიგი წარუმატებლობისას თანამშრომლებთან შამპანურით გამოთრობის რიტუალები, ყველასთვის კარგად ნაცნობი ფაქტია. სევერინ შვანის მტკიცებით, აუცილებელია იწვნიო მარცხი, რომ შემდეგში საქმის კეთებისას ზუსტად იცოდე რა დეტალები გაითვალისწინო. სწორედ ამიტომ შვანის გუნდი, კომპანიის შეცდომებს უფრო დიდი ზარზემით აღნიშნავდა ვიდრე წარმატებას.

3

ბოლომდე გამბედავი – ასე GlaxoSmithKline-ის ჩინური წარმომადგენლობის დირექტორს მოიხსენიებენ. ერვე გისეროტმა ეს პოსტი, მას შემდეგ დაიკავა, რაც ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა კორუფციის ბრალდებით უზარმაზარი ჯარიმა გადაიხადა. ამ ფაქტის შემდეგ GlaxoSmithKline-ს დაევალა ჩინური წარმომადგენლობისთვის ახალი სახის შერჩევა. არჩევანი კი სწორედ გისეროტზე გაკეთდა.

4

ცუდი ტიპი – ასე აფასებენ Turing Pharma-ს დირექტორს მარტინ შკრელს. შკრელმა ეს ტიტული ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ზრდის პოლიტიკით დაიმსახურა. მის სახელს მიაწერენ პრეპარატ დარაპრიმზე ღირებულების 5000%-იან ზრდას.

5

რუხი კარდინალი – ასე Valeant-ის დირექტორს ჯეფრი უბენს მოიხსენიებენ. კომპანიის პირველი პირი თვლის, რომ ბორდის სათავეში ყოფნა და კომპანიის ბიზნეს ინტერესებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი საქმეა. წლების წინ კომპანიამ გადასახადების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. საინტერესოა, რომ ასეთ კომპანიებს ამერიკაში დეზერტირებად მოიხსენიებენ. Valeant-ისთვის დეზერტირობის ტიტულის მინიჭება სწორედ ჯეფრი უბენის სახელს უკავშირდება. კოლეგებთან ერთად კომპანიის დირექტორმა 100-მდე მსხვილი გარიგება დადო და შეძლო Valeant-ი 40 მილიარდი დოლარის კაპიტალით ბრენდირებული ჯენერიკების მწარმოებელი გაეხადა. კომპანიის დირექტორის პოსტი ჯეფრი უბენმა მსოფლიოს ფინანასური სფეროს 50 გავლენიან ადამიანთა სიაში შესვლით დატოვა.

6

იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Takeda-ს პირველ პირად ქრისტოფერ ვებერის დანიშვნა თავის დროზე შოკისმომგვრელ ფაქტად შეფასდა. კომპანიის დირექტორმა თავის მოღვაწეობა მსოფლიო ბაზარზე ახალი პრდუქტების ჩაშვების სტრატეგიის შემუშავებით დაიწყო. ინვესტორების მხრიდან ვებერის ხედვებს პოზიტიური შფასება მოყვა. საინტერესოა, რომ როდესაც ფრანგულმა კომპანია სანოფიმ მას დირექტორის პოსტი შესათავაზა ვებერმა უარით გაისტუმრა. მაშინ ეს ნაბიჯი ვებერმა კომპანიისადმი ლოიალურობით ახსნა და განაცხადა, რომ არ მიეკუთვნება იმ დირექტორების კატეგორიას, ვინც კომპანიას ასე მარტივად დატოვებს.

7

აზარტული თამაშების მოყვარული – ასე ფარმაცევტული გიგანტის Pfizer-ის გენერალურ დირექტორს მოიხსენიებენ.  იან რიდის სახელს უკავშირდება კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა. უკვე დღეს კომპანია ცნობილია, როგორც Big Pharma-ს ისტორიაში უმსხვილესი გარიგებების მწარმოებელი.

8

ავსტრალიელი ცუკერბერგი – ასე მოიხსენიებენ ბარი ფროსტს. ავსტრალიური კომპანია For Benefits Medicine-ის დირექტორის სახელს უკავშირდება ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატებზე ფასების კლება. ცნობილია, რომ კომპანიის პირველი პირები გამოირჩევიან დაბალი ხელფასებით. For Benefits Medicine-ს პაციენტზე ორიენტირებულ კომპანიად იცნობენ.

http://pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …