მთავარი » ჯანდაცვა » პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში იწყება
14 ივლისს პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენციას ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გახსნის.

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში იწყება

14 ივლისს 14:00 საათზე პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენციას ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული გახსნის.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი  ლევან შონია და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმებიც დაესწრებიან.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა  2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო. პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის მიზანია ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,რაც გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტებისშესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს.

რეფორმა ასევე გულისხმობს არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-IIIდონე) მინიჭებას თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი.

მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …