მთავარი » ჯანდაცვა » პერევში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
პერევში, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება „ჰოსპიტალსერვისის“ ექიმებმა გაუწიეს.

პერევში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება „ჰოსპიტალსერვისის“ ექიმებმა გაუწიეს.

სამედიცინო გასინჯვების აქციის ფარგლებში, სამედიცინო კონსულტაციასთან ერთად ადგილობრივებს ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო გასინჯვების აქცია პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …