მთავარი » ჯანდაცვა » პატრიარქი ნეონატალოგიური განყოფილების გახსნას დაესწრო
ნეონატალოგიური განყოფილება 100 საწოლზეა გათვლილი. ახალშობილთა განყოფილება საქართველოსთვის უპრეცედენტო ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი.

პატრიარქი ნეონატალოგიური განყოფილების გახსნას დაესწრო

ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განახლებული განყოფილება გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და მედიკოსები ესწრებოდნენ.

პატრიარქი ნეონატალოგიური განყოფილების გახსნას დაესწრო

როგორც ღონისძიებაზე ღუდუშაურის სამედიცინო ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინე გელანტიამ განაცხადა, განახლებული ნეონატალოგიური განყოფილება 100 საწოლზეა გათვლილი. ახალშობილთა მოდერნიზებული განყოფილება საქართველოსთვის უპრეცედენტო ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი.

მისივე განცხადებით, განყოფილებას თავისი მასშტაბებით და პოტენციალით ანალოგი არ გააჩნია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში.

როგორც მარინე გელანტიამ აღნიშნა, განახლებულ ცენტრში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე, კერძოდ, დღენაკლულ და მცირე წონის ახალშობილთა ჯანმრთელობის მართვა მოხდება.

როგორც ცენტრში აცხადებენ, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით ცენტრი საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო შემცირდეს ახალშობილთა სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო წლებში განახევრებულია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არა მარტო ცენტრისთვის, არამედ ჯანდაცვის სისტემისთვის. ეს განყოფილება ამიერკავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანია, ასეთი ცენტრი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და ჯანმრთელობას გაუუმჯობესებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორიც არის დღენაკლული ახალშობილები. მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება“,

– განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …