მთავარი » მსოფლიო » პარიზი ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ძველ მანქანებზე შეზღუდვას აწესებს
პარიზი ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ძველი წარმოების მანქანებზე შეზღუდვას აწესებს. independent-ის ინფორმაციით, შეზღუდვა 1997 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება, რაც პარიზის ავტომობილების 10%-ს შეადგენს.

პარიზი ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ძველ მანქანებზე შეზღუდვას აწესებს

პარიზი ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ძველი წარმოების მანქანებზე შეზღუდვას აწესებს. independent-ის ინფორმაციით, შეზღუდვა 1997 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება, რაც პარიზის ავტომობილების 10%-ს შეადგენს.

დაწესებულ ზღვარს მიღმა გამოშვეულ მანქანებს საფრანგეთის დედაქალაქში კვირის სამუშაო დღეებში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე გადაადგილება შეეზღუდებათ, 30 წლის ავტომანქანები კი საერთოდ აიკრძალბა.

საფრანგეთში მანქანებზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლამდე გამკაცრდება და გადაადგილების უფლება მხოლოდ 2011 წლის ავტომანქანებსა და 2015 წლის მოტოციკლებს ექნებათ.

independent-ის ცნობით, აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა იმოქმედებს, რომელიც 35 ევროს შეადგენს, თუმცა 2016 წლის ბოლომდე გაიზრდება. საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების შედეგად საფრანგეთში ყოველწლიურად 48 ათასი ადამიანი იღუპება მსოფლიოში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3 მილიონ 700 ათასს აღწევს.

საფრანგეთის ხელისუფლების განმარტებით, ჰაერის დაბინძურებასთან გამკლავება ქვეყანას ყოველწლიურად 100 მილიარდი ევრო უჯდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …