მთავარი » მსოფლიო » „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტს კარგავს – მიზეზი ვირუსის ახალი ვარიანტების თვისებებია

„პაქსლოვიდი“ COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტს კარგავს – მიზეზი ვირუსის ახალი ვარიანტების თვისებებია

SARS-CoV-2-ის ვირუსის ახალი ვარიანტები პრეპარატ Paxlovid-ის მიმართ გამძლე აღმოჩნდნენ.

ამიტომ ამ ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო ეფექტი დაკარგის. აღნიშნულის შესახებ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

კვლევა აშშ-სა და ავსტრიის რამდენიმე მეცნიერმა ჩაატარა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსოფლიოში გაჩნდა კორონავირუსის წამლის მიმართ გამძლე ვარიანტები.

მუტაციების ერთი ნაკრები აღმოჩნდა გამძლე ერთერთი იმ ინჰიბიტორის მიმართ, რომელიც Paxlovid-ში შედის. მეორე ნაკრებს კი აღმოაჩნდა მდგრადობის უნარი ენზიტრელვირისადმი, რომელიც ჩინური მედიკამენტის Xocova-ს შემადგენელი კომპონენტია.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის ვარიანტებს არ აქვთ ერთდროულად ორივე ინჰიბიტორისადმი გამძლეობის უნარი. შესაბამისად ერთერთი მათგანი კვლავ დარჩება ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.

Paxlovid-ი არის ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის წარმოებული პროდუქტი და ძირითადად რისკჯგუფში შემავალი, ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდაა განკუთვნილი. Xocova კი იაპონელი მეცნიერების შექმნილი პრეპარატია, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ იაპონიაშია დამტკიცებული.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …