SARS-CoV-2-ის ვირუსის ახალი ვარიანტები პრეპარატ Paxlovid-ის მიმართ გამძლე აღმოჩნდნენ.
ამიტომ ამ ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა კოვიდ-19-ის სამკურნალო ეფექტი დაკარგის. აღნიშნულის შესახებ ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
კვლევა აშშ-სა და ავსტრიის რამდენიმე მეცნიერმა ჩაატარა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსოფლიოში გაჩნდა კორონავირუსის წამლის მიმართ გამძლე ვარიანტები.
მუტაციების ერთი ნაკრები აღმოჩნდა გამძლე ერთერთი იმ ინჰიბიტორის მიმართ, რომელიც Paxlovid-ში შედის. მეორე ნაკრებს კი აღმოაჩნდა მდგრადობის უნარი ენზიტრელვირისადმი, რომელიც ჩინური მედიკამენტის Xocova-ს შემადგენელი კომპონენტია.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის ვარიანტებს არ აქვთ ერთდროულად ორივე ინჰიბიტორისადმი გამძლეობის უნარი. შესაბამისად ერთერთი მათგანი კვლავ დარჩება ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.
Paxlovid-ი არის ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის წარმოებული პროდუქტი და ძირითადად რისკჯგუფში შემავალი, ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდაა განკუთვნილი. Xocova კი იაპონელი მეცნიერების შექმნილი პრეპარატია, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ იაპონიაშია დამტკიცებული.