მთავარი » ჯანდაცვა » პაციენტმა ღირებულების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური მომსახურება უნდა მიიღოს
მნიშვნელობა არ აქვს ფულს ვინ იხდის, სახელმწიფო თუ პაციენტი. ამიტომ მოსახლეობასაც უჩნდება ინტერესი, რომ მიიღოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება.

პაციენტმა ღირებულების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური მომსახურება უნდა მიიღოს

საპარტნიორო ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო–კერძო პარტნიორობის მოდელის მქონე კვალიფიციური და გამოცდილი ინფრასტრუქტურული კონსორციუმების შერჩევის მიზნით, ჯანდაცვის სფეროს ობიექტებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდრი თბილისის სამ დიდ საავადმყოფოს, მათ შორის აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრისა და  ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეკონსტრუქციასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საავადმყოფოს ექიმები გაივლიან ატესტაციას და სწავლებას სპეციალური პროგრამის შესაბამისად. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზილაშვილი  საუბრობს:

„ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი გამაჩნია  და ჩემთვის ასევე ცნობილია  აღნიშნული სამი საავადმყოფოს მდგომარეობა, ვიცნობ მათ ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომელიც მათ გააჩნიათ და პირდაპირ გეტყვით, სამივე საავადმყოფო  სავალალო მდგომარეობაშია. ამიტომ მივესალმები ტენდერის მოსალოდნელ შედეგს“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა დადებითად შეაფასა, ამავე დროს აღნიშნა, რომ დღეს ჯანდაცვა საკმაოდ ძვირი ჯდება და პაციენტმა შესაბამისი მოსმახურება უნდა მიიღოს.

„მნიშვნელობა არ აქვს ფულს ვინ იხდის, სახელმწიფო თუ პაციენტი. ამიტომ მოსახლეობასაც უჩნდება ინტერესი, რომ მიიღოს მაღალტექნოლოგიური და ზუსტი სამედიცინო დახმარება. არ შეიძლება ადამიანებს ფული გადაახდევინო და მათ შესაბამისი შედეგი ვერ მიიღონ. ტენდერის შემდეგ აღნიშნულ საავადმყოფოებში  სერვისები იქნება მაღალხარისხიანი.  მნიშვნელოვანია, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში ჯანდაცვა სახელწიფო დაფინანსებაზე არ არის.

ეს იმდენად ძვირადღირებულია, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი დიდ ხარჯს ვერ უძლებს. ამიტომ ყველა ქვეყანაში ეს ყველაფერი არის განსახელმწიფოებული. ჩვენს ვქყენეაში დღეს არსებული რეფომები და მიდგომა დასაფასებელი და მისასალმებელია“,  – აღნიშნა გიორგი გოზილაშვილმა.

1news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …