მთავარი » ჯანდაცვა » პაატა იმნაძე ე.წ. გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელი პაატა იმნაძე მოსალხეობას ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, რჩევებს აძლევს.

პაატა იმნაძე ე.წ. გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძვანელი პაატა იმნაძე მოსალხეობას ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, რჩევებს აძლევს.

მისი თქმით, თებერვლის მეორე ნახევრიდან ვირუსული ინფექციების მეორე ნაკადს ელოდებიან, თუმცა როგორც იმნაძემ “პრაიმტაიმთან” საუბარში განაცხადა, ვირუსს ბევრად მსუბუქი ფორმები ექნება, ვიდრე ეს დეკემბრის თვეში იყო.

არაფერს სერიოზულს არ ველოდებით, თუმცა მოსახლეობას მაინც ვურჩევპრევენციის მიზნით, პირველ რიგში ვირუსის თავიდან აცილების მიზნით,ჰიგიენური წესები დაიცვანდეკემერში ოჯახები იყო ავად, ამიტომ თუ ავადმყოფსსუნთქვა უჭირს, მხოლოდ იმან გაიკეთოს ნიღაბი და მისთვის ცალკე გამოიყოსყველაფერი როგორც ჰიგიენური ნივთები, ისე ჭურჭელი, პირსახოცი. აუცილებელიახელების ხშირი დაბანაც.”,  – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვირუსული დაავადება საგანგაშო არ არის და მხოლოდ იმას შეიძლება გაურთულდეს, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

თუ ბავშვს 38.5 სიცხე ექნება ერთი დღე მაინც, ექიმს უნდა მიმართოს.ზრდასრულმა ადამიანიმა კი სამი დღე 38.5 სიცხის ქონის შემთხვევაში უნდამიმართოს ექიმს. ასევე იმ დროს, თუ თუ სუნთქვის გაძნელებაა, ან სისხლი და ჩირქი გამოერია ნახველში“,  – აღნიშნა იმნაძემ

ე.წ. გრიპის ვირუსის ახალი ტალღის პრევენციისთვის განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება სკოლის ექიმების გადამზადება. 112- ში სასწრაფო დახმარების მსურველთა ზარების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტროში ოჯახური მედიცინის ცენტრების 24 საათიანი მომსახურეობა ამოქმედდა.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …