მთავარი » ჯანდაცვა » ოზურგეთის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადასცა

ოზურგეთის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა გადასცა

ქალაქ ოზურგეთის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი შენობა გადასცა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ოზურგეთის მერიიდან აცნობეს, ადმინისტრაციული ფართის გადაცემას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ესწრებოდნენ.

მათივე განმარტებით, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოზურგეთის რაიონულ სამსახურს გარემონტებული ადმინისტრაციული შენობა ქალაქის მერიამ უვადო უზურფრუქტით გადასცა, სადაც ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი სასაწყობე სივრცე.

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე სამედიცინო ცენტრ “მედალფას“ კლინიკაში იყო განთავსებული.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …