მთავარი » მსოფლიო » ორი სამედიცინო გიგანტი ინსულტისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება

ორი სამედიცინო გიგანტი ინსულტისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდება

კომპანიებმა Servier Group-მა და OMRON Healthcare-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რითიც გააერთიანეს ძალისხმევა გულსისხლძარღვთა მზარდი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. კერძოდ, საუბარია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი.

Servier Group-ი ფრანგული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც კარდიოლოგიაში მსოფლიო ლიდერია. OMRON Healthcare კი არის მსოფლიო ბრენდი ციფრული ტონომეტრებისა და ნებულაიზერების წარმოებაში რესპირატორული თერაპიებისთვის.

ძალისხმევის გაერთიანება ორ გიგანტს შესაძლებლობას მისცემს, მეტ წარმატებას მიაღწიონ ინოვაციების შექმნაში, რაც გააუმჯობესებს ჰიპერტონიისა და სხვა გულსისხლძარღვთა დაავადებების  გამოვლენას, მკურნალობასა და გრძელვადიან კონტროლს.

თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელ მსოფლიოში ფიქსირდება ჰიპერტონიის შემთხვევების ზრდა,  ამიტომ ახლა საჭიროა უფრო მეტი ინოვაციური გადაწყვეტა, ვიდრე ოდესმე, რათა ამ დაავადებების მართვა უკეთ მოხდეს.

„ჩვენი ინიციატივების განსავითარებლად და ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად ჩვენ გვჭირდება თანამოაზრე პარტნიორები, ისეთები როგორიცაა Servier,“ – განაცხადა OMRON Healthcare Europe-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ მენკომ.

Servier-ის ვიცე-პრეზიდენტის ფილიპ გონარის თქმით კი, OMRON Healthcare-თან პარტნიორობა შესაძლებლობას შექმნის, ჰიპერტონიის მქონე პაციენტებს მიეცეთ ეკოსისტემა მათი პრობლემების პერსონალიზებული გადაწყვეტისთვის. ამისთვის კი საჭიროა სამედიცინო პერსონალის თანამედროვე ცოდნით და მხარდაჭერით აღჭურვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს. ეს ტვირთი კი კიდევ უფრო გაიზრდება უახლოესი წლების განმავლობაში, რასაც ისეთი რისკ-ფაქტორების ზრდა გამოიწვევს, როგორიცაა დიაბეტი, ჭარბი წონა და მაღალი წნევა, ასევე მოსახლეობის დაბერება.

ორი გიგანტის ურთიერთთანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გულსისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში.

კომპანიები მზად არიან, საგრძნობი გავლენა მოახდინონ მილიონობით პაციენტზე მთელ მსოფლიოში.

კერძოდ, OMRON Healthcare-მა და Servier Group-მა დაიწყეს თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ჰიპერტონიის სკრინინგის პროგრამა და საერთაშორისო ვებინარები სამედიცინო პერსონალისთვის.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …