მთავარი » მსოფლიო » ორი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდს ქმნის

ორი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდს ქმნის

უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა Roche-მ და Lilly-მ დაიწყეს თანამშრომლობა ახალი მეთოდოლოგიის შექმნის მიზნით, რომელიც ალცჰაიმერის ადრეულ დიაგნოსტიკას გაამარტივებს. საუბარია სისხლის ინოვაციურ ტესტზე.

დღეს მსოფლიოში ალცჰაიმერის დაავადების ზუსტი დიაგნოზის საწყის სტადიაზე დასმისთვის არაერთი წინააღმდეგობა არსებობს. სიმპტომების მქონე პაციენტების 75% არადიაგნოსტირებულები არიან. ცნობილია, რომ დიაგნოსტირებულ ავადმყოფს ეს დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენიდან 2,8 წელიწადში აქვს დასმული.

იმისთვის, რომ მსოფლიო გაუმკლავდეს ალცჰაიმერის დაავადების გავლენას ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე, მნიშვნელოვანია, დიაგნოსტიკის პროცესი უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი იყოს, რაც მკურნალობის ახალი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

სწორედ ამ მიზნით იწყებენ თანამშრომლობას კომპანიები Roche და Lilly. მათი ამოცანაა, გაამარტივონ მკურნალობის პროცესი დროული და საიმედო დიანგოსტიკით.

მათი თანამშრომლობის შედეგად შექმნილი დიაგნოსტიკის მეთოდი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ინსტრუმენტი ამილოიდური პათოლოგიის განსაზღვრისთვის. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა პაციენტს აქვს სიმპტომები. ამ ეტაპის შემდეგ განისაზღვრება, არსებობს თუ არა კვლევების გაგრძელებისა და ტესტირების აუცილებლობა, რომლებმაც დიაგნოზი უნდა დაადასტურონ.

Roche Diagnostics-ის გენერალური დირექტორის მეთიუს საუსის განცხადებით, ამ ეტაპზე დემენციას 55 მილიონზე მეტი ადამიანი ებრძვის და პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის მათი როცხვი 140 მილიონამდე გაიზრდება. კომპანიების თანამშრომლობით შექმნილი მეთოდი დემენციის ზუსტი და სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებას შექმნის და უზრუნველყოფს მკურნალობის შესაბამის ვარიანტებზე ოპერატიულ წვდომას.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …