მთავარი » ჯანდაცვა » ოპონენტები ცრუობენ, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებას არ ვწყვეტთ!
ოპონენტები ცრუობენ, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებას არ ვწყვეტთ! - დავით ნარმანია

ოპონენტები ცრუობენ, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებას არ ვწყვეტთ!

“არც ერთი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამის დაფინანსება აღარ შეწყდება დედაქალაქის მერიის მხრიდან , რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა არ წაიკითხეს ბიუჯეტი და ისე ამცნეს საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში.” – განაცხადა დავით ნარმანიამ გადაცემა “ბიზნესკონტაქტში”.

“დაფინანსების შემცირება უკავშირდება კომუნალურ ვაუჩერს,  ძალიან ბევრი ადმინისტრაციული ხარჯი დავზოგეთ, გავაუქმეთ ის საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც დუბლირებულნი იყვნენ საქალაქო სამსახურებთან და მათ ფუნქციებთან, ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაზოგები ბლო ორი წლის განმავლობაში და საერთო საქვეყნო ეკონომიკური პოლიტიკის  ადმინისტრაციული ხარჯების დანაზოგი გავაკეთეთ, რათა ეს თანხები მივმართოთ, იმ პრიორიტეტული  პროგრამებისაკენ, რომელზეც დაკვეთა გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეებისაგან. პირველ რიგში, ამან საშუალება მოგვცა, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის უფრო მეტი თანხები მიგვემართა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო“  – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …