მთავარი » ჯანდაცვა » OPIC თბილისში ამერიკულ სამედიცინო ცენტრს გახსნის
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორს, ქენეთ ენჯელს შეხვდა.

OPIC თბილისში ამერიკულ სამედიცინო ცენტრს გახსნის

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორს, ქენეთ ენჯელს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტისათვის, რომლებიც OPIC-ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში.

აღინიშნა, რომ OPIC-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ორი პროექტის დამტკიცებას ემსახურება, რომლებზეც მიმდინარეობს ამერიკულ კორპორაციასთან აქტიური მოლაპარაკებები.

საუბარია ქ. თბილისში, 120 საწოლზე გათვლილი დედათა და ბავშვთა ამერიკული სამედიცინო ცენტრის გახსნაზე, რომელიც ამერიკული სტანდარტებით აშენდება და მოემსახურება პაციენტებს. გათვალისწინებულია, რომ თბილისში მდებარე ცენტრი გახდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი და მოემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც OPIC-ის თანამონაწილეობა 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს იქნება პირველი პედიატრიული საავადმყოფო ქვეყანაში , რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას.

businesscontact.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …