მთავარი » ჯანდაცვა » ნუგზარ უბერი: ონლაინ-გამოკითხვებს ადამიანები უფრო გულწრფელად პასუხობენ
პედიატრი ნუგზარ უბერი სოციალურ კამპანიას "რა გაწუხებთ"?დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ გამოკითხვა რეალური პასუხების მიღების კარგი გზაა.

ნუგზარ უბერი: ონლაინ-გამოკითხვებს ადამიანები უფრო გულწრფელად პასუხობენ

ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივი  ინიციატივით, იანვრის ბოლოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარესაშუალება ობს გამოკითხვა სახელწოდებით ,,რა გაწუხებთ?“.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, კითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხონ,ვებ-გვერდზე www.1505.ge. ღონისძიება უშუალოდ ეხება ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და რეფორმირებას. პროექტის ინიციატორების განცხადებით, ნებისმიერი რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, თუ ის მოსახლეობის მოლოდინებსა და მოთხოვნებს პასუხობს.

ჩვენი რედაქცია დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ კამპანიას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგემლები და რა მიაჩნიათ უწყების მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროგრამებად. ასევე, საინტერესოა, რა ხარვეზებს  ხედავენ ისინი ჯანდაცვის სექტორში და რის შეცვლას ისურვებენ. 

პედიატრი ნუგზარ უბერი სოციალურ კამპანიას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ გამოკითხვა რეალური პასუხების მიღების კარგი გზაა: 

,,ისეთი ტიპის გამოკითხვა, როგორიც გახლავთ ,,რა გაწუხებთ?“, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტიანი შეიძლება იყოს. ადამიანის ბუნებაა ასეთი, რომ, მაგალითად, ონლაინ გამოკითხვისას უფრო  გულწრფელია და ცდილობს, არ დამალოს,რა აწუხებს. ჯანდაცვის სამინისტრო სერიოზულ გამოწვევებს კარგად გაუმკლავდა.ასე ეფექტიანად ამ უწყებას არასდროს უმუშავია.

გამოვყოფდი C ჰეპატიტის მკურნალობისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს. ეს უსერიოზულესი ნაბიჯებია და მსგავსი პროგრამების რეალიზაცია მრავალმხრივ განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო მკერდის კიბოს მკურნალობის პროგრამაც. რაც შეეხება გამოწვევებსა და ხარვეზებს, მიჭირს პასუხის გაცემა,“– აღნიშნა ნუგზარ უბერმა.

სოციალური კამპანია ,,რა გაწუხებთ?“ 25 იანვარს დაიწყო და მისი შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

presa.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …