მთავარი » ჯანდაცვა » ონკოლოგიური საავადმყოფო გადაუდებელ რეკონსტრუქციას საჭიროებს
ონკოლოგიური საავადმყოფოს წარმომადგენელი საავადმყოფოში შექმნილ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ კლინიკა გადაუდებელ რეკონსტრუქციასა და ცვლილებებს საჭიროებს.

ონკოლოგიური საავადმყოფო გადაუდებელ რეკონსტრუქციას საჭიროებს

თბილისში სამი საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ ტენდერში განაცხადი სამ კომპანიას ჰქონდა წარდგენილი, რომელთა შორისაც ერთი კანადური და ერთიც ქართული კომპანია იყო.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე იქნება პასუხისმგებელი. იგეგმება საავადმყოფოების აღდგენა, რეაბილიტაცია და კადრების გადამზადება. ასევე ახალი სამედიცინო სექტორის აღჭურვა.

თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველი შესაძლოა ავსტრიული კომპანია გახდეს, რადგან ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში სწორედ მან წარმოადგინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს წარმომადგენელს, ლიკა ჭუმბურიძეს ვესაუბრეთ:

„ჩვენს კლინიკასა და კიდევ ორ კლინიკაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტრომ საპარტნიორო ფონდთან ერთად აიღო. ჯერჯერობით, ტენდერის შედეგები ცნობილი არ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენც არ ვიცით ზუსტად რა სახის ცვლილებებს გეგმავენ. ჩვენამდე ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოსულა. თუმცა რადგან ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და შესაბამსიად, სრული დოკუმენტაციაც ვადებში მან წარმოადგინა.

ვფიქრობ, მისი გამცოდილება დადებითად აისახება ჩვენს საავადმყოფოზე.“ ონკოლოგიური საავადმყოფოს წარმომადგენელი საავადმყოფოში შექმნილ მძიმე მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ კლინიკა გადაუდებელ რეკონსტრუქციასა და ცვლილებებს საჭიროებს.

„ცვლილებები ყველა მიმართულებით ჩასატარებელია, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან დამთავრებული მაღალი ტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვით. მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას მოჰყვება კადრების გადამზადების აუცილებლობის საკითხიც და შესაბამისად, ახალი მიმართულებების შემთხვევაში ახალი სპეციალისტების მოზიდვა და იმ მიმართულებების განვითარება გახდება საჭირო, რაც ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში არ არის. ვფიქრობ ინვესტორი შექმნილ მდგომარეობას დაარეგულირებს და ყველა მიმართულებით შესაბამის ცვლილებებს განახორციელბს”,- განაცხადა ჭუმბურიძემ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …