მთავარი » ჯანდაცვა » ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ახალი აპარატურით სახელმწიფო უზრუნველყოფს
ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ახლა დამონტაჟდა მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების ნაკადს, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებდნენ მკურნალობას.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ახალი აპარატურით სახელმწიფო უზრუნველყოფს

საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უახლესი თაობის რადიო ქირურგიული სისტემა EDGE-ით იქნება შესაძლებელი.

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკომ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კლინიკა დღეს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტი ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი მიღწევებით და ამ მიღწევებიდან აღსანიშნავია, რომ ისინი ზრუნავენ არამარტო თანამედროვე აღჭურვილობაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ იმ ექიმებისა და ექთნების გადამზადებაზე და ამ მხრივ მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია.

ბოლო თაობის აპარატურა, რომელიც ახლა დამონტაჟდა მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების ნაკადს, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებდნენ მკურნალობას. ასევე აღსანიშნავია, ის რომ ამ პროექტების გაგრძელება შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტით, რადგან პაციენტებს გაუჩნდათ იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი მაღალტექნოლოგიური მკურნალობა მიეღოთ აქ, საქართველოში.

მე წარმატებას ვუსურვებ ამ კლინიკას და ფიქრობ მათი ჩართულობა ჯანდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …