ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს. იგი უკვე პარლამენტშია, სადაც მას კომიტეტებსა და ფრაქციებში მოუსმენენ.
„გარდა დამტკიცებული, ძირითადი სტრატეგიული პროექტებისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვეძლება, მომავალი წლის დასაწყისიდანვე შევთავაზოთ კიდევ ახალი ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები, რაც მოსახლეობას დიდ შვებას მისცემს.
ძირითადად, ეს იქნება რეფორმები ჯანდაცვაში, რაც გაზრდის მომსახურების ხარისხს, გაზრდის ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომას. ასევე, ვფიქრობთ, რომ ონკოლოგიის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.