მთავარი » ჯანდაცვა » ოჯახის ექიმი ყველაზე უკეთ ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის თაობაზე
ოჯახის ექიმი ყველაზე უკეთ ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის თაობაზე და მან ყველზე კარგად იცის, თუ როგორ აკონტროლოს მისი ქრონიკული დაავადებები.

ოჯახის ექიმი ყველაზე უკეთ ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის თაობაზე

” ოჯახის ექიმი  ყველაზე უკეთ ინფორმირებულია პაციენტის მდგომარეობის თაობაზე და მან ყველზე კარგად იცის, თუ როგორ აკონტროლოს მისი ქრონიკული დაავადებები.” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა ბავშვთთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტმა მაიკო ჯანაშიამ. 

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა შეაფასა ბავშვთთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ინფექციონისტმა მაიკო ჯანაშიამ. მედიკოსის თქმით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„პაციენტებს უფრო მეტი კონტაქტი ექნებათ ექიმთან და ამა თუ იმ დაავადების გამწვავების საფრთხეც ნაკლები იქნება. ოჯახის ექიმი უფრო მეტადაა ინფორმირებული პაციენტის მდგომარეობაზე და მან ყველზე კარგად იცის, თუ როგორ აკონტროლოს ქრონიკული თუ არაქრონიკული დაავადება. იმ პრობლემას, რომელსაც ოჯახის ექიმი აგვარებს, სტაციონარი არ სჭირდება:, – აცახდებს ჯანაშია.

მან რეფორმის წარმატებისთვის საჭირო წინაპირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებისთვის საჭიროა ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის დონის ამაღლება და ასევე მათთვის ხელფასების მომატება.

„რეფორმის წარმატებისთვის საჭიროა ექიმების კლვალიფიკაციის დონის ამაღლება. ექიმების გადამზადება ნებისმიერ დროს სასურველი და რეკომენდირებულია. ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, რასაც ოჯახის ექიმი უძღვება, რა თქმა უნდა, სჭირდება მაღალი კონპეტენცია.

თვისთავად ცხადია, ასევე საჭიროა ხელფასების მომატებაც, რადგან მოგეხსენებათ, ზოგადად ექიმებს და ყველაზე მეტად კი პირველადი რგოლის ექიმებს, აქვთ ძალიან დაბალი ხელფასი, რაც მოტივაციის დონეს ამცირებს“, – აღნიშნა მაიკო ჯანაშიამ.

droni.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …