თბილისი (BPI) – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა კლინიკა „მედიქეას“ ნეონატოლოგმანანა ბეჟანიძემ. ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის ინტიტუტი ძალიან კარგია, მაგარმ ოჯახის ექიმს არ შეუძლია მოერგოს ყველა პროფილის ექიმის საქმეს.
„ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა ნამდვილად კარგი წამოწყებაა, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული ოჯახის ექიმის ინსტიტუტს. ოჯახის ექიმის ინტიტუტი ძალიან კარგია, მაგარმ ოჯახის ექიმს არ შეუძლია მოერგოს ყველა პროფილის ექიმის საქმეს.
კონკრეტულად ჩემს მიმართულებასთან რომ დავაკავშიროთ, ოჯახის ექიმმა არ მგონია იცოდეს ახალშობილებისა და დღენაკლულებისთვის როგორი ტიპის მკურნალობა იქნება კარგი და რა შემთხვევაში უნდა გაუშვას სპეციალისტთან. დღენაკლულ ბავშვს ზოგადი ექიმი ვერ მართავს, ამიტომაც აუცილებელია ვიწრო სპეციალისტის არსებობა თუნდაც პირველად რგოლში. რაიმე პრობლემა რომ იქმნება, პაციენტს მაინც სტაციონარში აგზავნიან, მსგავსი ტიპის მკურნალობები პირველად რგოლში არ ხდება“, – აღნიშნავს ბეჟანიძე.
მედიკოსმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა განხორციელებაც, მისი აზრით, დადებითად წაადგება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას. ექიმის აზრით, ოჯახის ექიმების გადამზადება უნდა მოხდეს ძალიან მაღალ დონეზე.
„რეფორმის წარმატებისთვის, უნდა მოხდეს ოჯახის ექიმების გადამზადება მაღალ დონეზე, რათა მათ შეეძლოთ ყველა ტიპის პაციენტის მიღება და სწორი დიაგნოზის დასმა. ამ საკითზე ძალიან დიდი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, რადგან ოჯახის ექიმს იმდენად საპასუხისმგებლო საქმე აქვს დაკისრებული, რომ პატარა შეცდომაც კი შეიძლება ცუდი შედეგების მომტანი იყოს.
ბეჟანიძემ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის თაობაზე და აღნიშნა, რომ და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის წყალობით ექიმი შეზღუდული აღარ არის, ის არ ფიქრობს თანხა ეყოფა თუ არა პაციენტს და აკეთებს იმდენ გამოკვლევას, რამდენიც საჭიროა.
„რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ეს უნიკალური ინიციატივაა. პირობები არის შესაშურად კარგი. მომსახურების გაწევისას ექიმიც და სტაციონარიც გარანტირებულია, რომ ყველაფერი დაფინანსდება და პაციენტიც ნაკლებად ნერვიულობს ფინანსურ საკითხზე. ასეთ პირობებში ექიმებს ნამდვილად შეგვიძლია შეუზღუდავად ვიმუშაოთ.
პაციენტებიც ძალიან კმაყოფილები არიან. ისინი დამატებით ჩარევაშიც კი არ იხდიან თანხას. ექიმი შეზღუდული აღარ არის, ის არ ფიქრობს თანხა ეყოფა თუ არა პაციენტს და აკეთებს იმდენ გამოკვლევას, რამდენიც საჭირო“, – აღნიშნავს ბეჟანიძე.