მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ოფიციალური ვიზიტი ლონდონში, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისში
2016 წლის 4 ნოემბერს, ლონდონში, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში - ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ბატონი ამირან გამყრელიძე და სკრინინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი- ბატონი რემა ღვამიჩავა.

ოფიციალური ვიზიტი ლონდონში, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისში

2016 წლის 4 ნოემბერს, ლონდონში, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სათავო ოფისს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – ბატონი ამირან გამყრელიძე და სკრინინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი- ბატონი რემა ღვამიჩავა.

BMJ-ის და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოში კლინიცისტებისთვის ახლად დანერგილი ელექტრონული პლატფორმის პროექტი, რომლის კოორდინირებას ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად და რომლის ერთ-ერთი მიზანია უწყვეტი სამედიცინო განათლების / პროფესიული მზადების შემდგომი განვითარება.

პარტნიორებმა აგრეთვე დასახეს ერთობლივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების გზები და შესაძლებლობები.

NCDC

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …