ისრაელური ფარმაცევტული კომპანია ტევას მყიდველები შესაძლოა შვეიცარიული ნოვარტისი და ჰოლანდიური მილანი გახდნენ.
საუბარია ტევას ბრიტანული ირლანდიური და ისლანდიური წარმომადგენლობების შეძენაზე. გარიგების სავარაუდო თანხად 1,5 – 2 მილიარდი დოლარი სახელდება. ამასთან, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტევას შეძენით დაიტერესებას საინვეტიციო კომპანიები Apollo Global Management-ი და Cinven-ი გამოხატავენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში ტევა ევროპული აქტივების გაყდივაზე დათანხმდა იმ პირობით რომ ევროპელი რეგულატორების მხრიდან ალერგენის ირლანდიური ჯენერიკების ბიზნესის შეძენაზე ნებართვა მიეღო.