მთავარი » მსოფლიო » ნოვარტისის შემდეგ კორუფციაში გლაქსოსმიტკლაინი ამხილეს
ფარმაცევტული გიგანტი გლაქსოსმიტკლაინი სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება ბრიტანული კომპანიის მიერ 2009-დან 2012 წლამდე რუმინელი ექიმების მოსყიდვის ფაქტს.

ნოვარტისის შემდეგ კორუფციაში გლაქსოსმიტკლაინი ამხილეს

უმსხვილესი ფარმაცევტული გიგანტი გლაქსოსმიტკლაინი სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება ბრიტანული კომპანიის მიერ 2009-დან 2012 წლამდე პერიოდში რუმინელი ექიმების მოსყიდვის ფაქტს.

ირკვევა, რომ გლაქსოსმიტკლაინი ექიმებს მკურნალობაში საკუთარი მედიკამენტების ჩართვის სანაცვლოდ ქრთამს უხდიდა. უცხოური მედიის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში რუმინელ ექიმებთან სპეციალურ გარიგებაში 11 წამყვანი ფარმაცევტული კომპანია დაადანაშაულეს. საუბარია, როშეს, აქტავისის, ფაიზერის, ტევას, ნოვარტისის, გლაქსოსმიტკლაინის რუმინულ წარმომადგენლობებზე.

ბოლო დროს უსმხვილესი ფარმაცევტული გიგანტების მიერ კორუფციული გარიგებების ფაქტები მომრავლდა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოვარტისის სეულის ოფისის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ადგილობრივ ექიმებთან კორიფციული გარიგებაა.

ცნობილია, ასევე გლაქსოსმიტკლაინის კორუფციული გარიგებების შესახებ პოლონეთში, იორდანიაში, სირიაში, ერაყსა და ჩინეთში. ამ მიზეზით ჩინეთში კომპანია 483 მილიონი დოლარით დააჯარიმეს.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …