სამხრეთ კორეის პროკურატურა უმსხვილესი ფარმაცევტული გიგანტის ნოვარტისის ოფისში ჩხრეკას ატარებს.
კომპანიას ექიმებთან კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს. სეულის პროკურატურის თანამშრომლები ნოვარტისის ბუღალტრულ დოკუმენტებს ამოწმებენ.
ფარმაცევტული გიგანტი ადასტურებს, რომ პროკურატურა მათი საქმიანობით დაინტერესდა, თუმცა მიზეზების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.