შვეიცარიული ფარმაცევტული გიგანტი ნოვარტისი ადგილობრივ როშეში საკუთარ წილს ყიდის.
გარიგების თანხად 13,8 მილიარდი დოლარი სახელდება. ოფიციალური ინფორმაციით, ნოვარტისმა ამ პროცესის მხარდასაჭერად კომერციულ ბანკებს უკვე მიმართა.
ჟურნალ ფარმაცევტული ბიულეტენის ცნობით, შვეცარიულმა ნოვარტისმა როშეში წილის შეძენა დაახლოებით 10 წლის წინ, ამ 2 კომპანიის გაერთიანების გეგმის ფარგლებში დაიწყო. ამით, ნოვარტისი ბაზარზე ლიდერის პოზიციის განმტკიცებას პროგნოზირებდა.
ნოვარტისს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.