მთავარი » მსოფლიო » „ნიუ იორკ თაიმსის“ მონაცემებით, ვაქცინაციის მასშტაბებით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა

„ნიუ იორკ თაიმსის“ მონაცემებით, ვაქცინაციის მასშტაბებით საქართველო მსოფლიოში 106-ე ადგილზეა

100 ადამიანზე ადმინისტრირებული ვაქცინის რაოდენობით საქართველო მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა. “ნიუ იორკ თაიმსის” მონაცემებით, ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოს ლიდერი არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, სადაც 100 ადამიანზე 199 ვაქცინაა ადმინისტრირებული. სრულად აცრილია მოსახლეობის 82%, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით 93%.

საქართველოში 100 მოქალაქეზე 45 ვაქცინაა ადმინისტრირებული, სრულად აცრილია მოსახლეობის  19%, ერთჯერადად კი 26%.

მსოფლიოს მასშტაბით, 100 სულ მოსახლეზე 78 ჩატარებული აცრა მოდის. ადმინისტრირებულია 6 მილიარდამდე ვაქცინა.

ცხრილში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს აზერბაიჯანს (80 აცრა 100 მოსახლეზე,სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 33%, ხოლო ერთჯერადად 46% ), ხოლო უარესი – სომხეთს (12 აცრა 100 მოსახლეზე,სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 4,4%, ხოლო ერთჯერადად 8% )

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …