მთავარი » ჯანდაცვა » ნინო ჩხეიძე: მივესალმები სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია-განვითარების პროექტს
პედიატრი ნინო ჩხეიძე მიესალმება სამი საავადმყოფოს განვითარების პროექტს და მიიჩნევს, რომ თუ მსგავსი ცვლილებები ეს ჯანდაცვის სისტემას მეტად გააჯანსაღებს.

ნინო ჩხეიძე: მივესალმები სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია-განვითარების პროექტს

როგორც ცნობილია, სახელმწიფო თბილისის სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციას გეგმავს. ამის თაობაზე საპარტნიორო ფონდს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერის მოსალოდნელი შედეგების მიხედვით, იგეგმება ბავშვთა ინფექციური, რესპუბლიკური საავადმყოფოებისა და ონკოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია, აღჭურვა და მედპერსონალის გადამზადება.

პედიატრი ნინო ჩხეიძე მიესალმება სამი საავადმყოფოს განვითარების პროექტს და მიიჩნევს, რომ თუ მსგავსი ცვლილებები რაიონებიდან და ამბულატორიებიდან დაიწყება, ეს ჯანდაცვის სისტემას მეტად გააჯანსაღებს:

„მე ძალიან მომწონს და მივესალმები სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია-განვითარების პროექტს, თუმცა თუ მსგავსი რეკონსტრუქციები დაიწყება ამბულატორიებიდან, პირველადი რგოლიდან, ეს მეტად გააჯანსაღებს ჯანდაცვის სისტემას. პირველად რგოლში მოძველებული სამედიცინო აღჭურვლობა აქვთ და მათ მიმართ ნდობის ხარისხი შედარებით დაბალია.

მე სტაციონარის ექიმი ვარ, თუმცა გადამზადება გავლილი მაქვს და ვფლობ ოჯახის ექიმის სერტიფიკატსაც. მზად ვარ, გავიარო კურსები, ტრენინგები და თუ მექნება ღირსეული ანაზღაურება, ჩემი განათლების და ცოდნის შესაბამისი, სიამოვნებით გადავინაცვლებდი პირველად რგოლში“.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …