მთავარი » ჯანდაცვა » მურმან დუმბაძე: კარგია, როცა ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირი გამოკითხვით იგებს, რა აწუხებს საზოგადოებას
როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირი გამოკითხვის წესით იგებს საზოგადოების აზრს, რა აწუხებს მას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,“– ამბობს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძე: კარგია, როცა ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირი გამოკითხვით იგებს, რა აწუხებს საზოგადოებას

„გლობალური ალიანსი“ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

„რა გაწუხებთ?“ მათი ერთობლივი სოციალური ინიციატივაა. მოსახლეობა სპეციალურ კითხვარებს პასუხობს იმის გასარკვევად, თუ როგორია მათი საჭიროებები, პრობლემები ჯანდაცვის სფეროში. მიღებული შედეგები ასახული იქნება ჯანდაცვის სისტემის შემდგომ რეფორმაში.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას.როგორც ის აცხადებს, აუცილებელია მოსახლეობაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და გათვალისწინება:

„მე ჯანდაცვის სფეროს საკითხებში არა ვარ ღრმად ჩახედული, მაგრამ მოსახლეობასთან კავშირი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, უდავოა. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირი გამოკითხვის წესით იგებს საზოგადოების აზრს, რა აწუხებს მას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,“– ამბობს მურმან დუმბაძე.

გამოკითხვა იანვრის ბოლოდან დაიწყო და გრძელდება.კითხვარების შევსება ვებ-გვერდზე  www.1505.ge  და სამინისტროს რეგიონულ ოფისებშია შესაძლებელი.

bfm.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …