მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა

რამდენიმედღიანი კლების ტენდენციის შემდეგ 13 ივნისს მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ დღემდე რეკორდული დღიური შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა. მანამდე მაქსიმალური დღიური სტატისტიკა 129 შემთხვევა იყო.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ გამოვლინდა, არ არის საქართველო. ქვეყანაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო და ერთის გარდა, ყველა პაციენტს სხვა ვირუსი დაუდასტურდა. რაც შეეხება ერთ შემთხვევას, რომლის ბიოლოგიურ მასალასაც უკვე მეორე კვირაა, ლუგარის ლაბორატორია იკვლევს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, კვლევა ისევ მიმდინარეობს და პასუხი ამ დრომდე უცნობია. Jandacva.ge-ს ინფორმაციით, პაციენტი – ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გაეწერა კლინიკიდან და მისი დაავადების მიმდინარეობა მსუბუქი იყო.

რაც შეეხება მსოფლიოს ტენდენციებს, საკუთარ მოსაზრებას ამ საკითხზე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი გამოთქვამს. მისი ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის ვირუსის ფრაგმენტები აღმოაჩინეს იტალიაში რამდენიმე პაციენტის სპერმაში, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა დაავადების სქესობრივი გზით გადაცემა.

„მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, რომელსაც შეუძლია ვირუსის გადადება კანის დამახასიათებელი დაზიანებების ან დიდი რესპირატორული წვეთების მეშვეობით. ამჟამინდელი ეპიდემიის დროს დადასტურებული მაიმუნის ყვავილის მრავალი შემთხვევა არის სექსუალურ პარტნიორებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი მჭიდრო კონტაქტი.

ცნობილია რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, როგორიცაა აივ/შიდსი, ქლამიდია და სიფილისი, გამოწვეულია პათოგენებით, რომლებიც გადადიან ერთი ადამიანიდან მეორეზე სწორედ როცა არიან სპერმაში, ვაგინალურ სეკრეტში ან სხეულის სხვა სითხეებში.

სპალანზანის ინსტიტუტის მკვლევარებმა (რომში დაფუძნებული საავადმყოფო და ინფექციური დაავადებების კვლევის დაწესებულება), პირველად განცხადეს რომ აღმოაჩინეს მაიმუნის ვირუსი სპერმაში ოთხ პაციენტში იტალიაში, 2 ივნისის მოხსენებაში.

მას შემდეგ მათ დაადგინეს, რომ დაწესებულებაში მყოფი შვიდი პაციენტიდან ექვსის სპერმა შეიცავდა ვირუსის გენეტიკურ მასალას. კერძოდ, ლაბორატორიაში ტესტირებულმა ნიმუშმა აჩვენა, რომ მსპერმაში აღმოჩენილ ვირუსს შეუძლია სხვა ადამიანის დაინფიცირება და გამრავლება.

ეს მონაცემები, რომელიც წარდგენილია გამოსაქვეყნებლად, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ ვირუსის ბიოლოგიური თვისებები შეიცვალა და მისი გადაცემის მეთოდი განვითარდა, ამის ირგვლივ კვლევები გრძელდება

6 ივნისს ონლაინ გამოქვეყნებულ ცალკეულ ანგარიშში გერმანელმა მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ვირუსული დნმ ქვეყანაში ორი პაციენტის სპერმაში.

ვირუსული დნმ-ის აღმოჩენა აუცილებლად არ გულისხმობს ინფექციური ვირუსის არსებობას, თქვა კარლოს მალუკერ დე მოტესმა, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევით ჯგუფს, რომელიც სწავლობს პუქსივირუსის ბიოლოგიას სურეის უნივერსიტეტში.

მთლიანობაში, ჯერ კიდევ დანამდვილებით არ არის ცნობილი, არის თუ არა მაიმუნის ყვავილით დაინფიცირება შესაძლებელი სპერმის საშუალებით,

ეს არის საეჭვო და ძალიან სავარაუდოა, რომ ეს ასეა. მაგრამ არსებობს ფორმალური მტკიცებულების ნაკლებობა, და ეს ნაკლებობა ალბათ დროის განმავლობაში ამოივსება იქნება შემდგომი ექსპერიმენტებით ლაბორატორიაში,“- აცხადებს ზაზა წერეთელი.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …